ჯანმრთელობა

გემრიელი „წამალი“ სტრესის წინააღმდეგ

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნაყინი შესანიშნავად ხსნის სტრესს. რძე და ნაღები შეიცავს ტრიფტოფანს – ეფექტიან ბუნებრივ ტრანკვილიზატორს (ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი ამინომჟავა), რომელიც ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს განწყობილებას, გვეხმარება უძილობასთან  გამკლავებაში.

რაც შეეხება შოკოლადს, რომელიც ხშირად ამშვენებს ჩვენს საყვარელ ნუგბარს, კარგა ხანს მიიჩნევდნენ, რომ ის ნარკოტიკივით ზემოქმედებს ტვინზე. ეს ცუდი „იარლიყი“ შოკოლადს და კაკაოს მას შემდეგ „მიეკერა, რაც კალიფორნიელმა ფარმაკოლოგმა პიანელიმ და მისმა კოლეგებმა კაკაოს მარცვლებში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც მარიხუანას ზოგიერთ კომპონენტს ემსგავსებოდა, თუმცა მალევე ამერიკის ბიომოლეკულური ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა კაკაოს და შოკოლადის „რეაბილიტაცია“ მოახდინა: აღმოჩნდა, რომ „ავბედითი“ შენაერთების კონცენტრაცია მათში მეტისმეტად მცირეა, ამასთან, მათი უმეტესობა კუჭშივე იშლება და ტვინამდე ვერც კი აღწევს.

რამდენიმე მკვლევარმა კი შოკოლადში იპოვნა ნივთიერება, რომელიც ჰორმონ ადრენალინს ენათესავება: ის სისხლის წნევას ზრდის და პულსს ახშირებს ანუ კოფეინის მსგავსი ბუნებრივი სტიმულატორია.

თამთა გურული

მსგავს თემაზე: საუკეთესო საშუალება სტრესის და უძილობის წინააღმდეგ, რომელიც თავად შეგიძლიათ დაამზადოთ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close