თურქეთში ავტოავარიის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა

საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა თურქეთში, ტრაზონთან ახლოს, ავტობანის ფაზარის მონაკვეთზე ავტოავარიის შედეგად. დაღუპული 70 წლის ქალი და 56 წლის მამაკაცი დედა-შვილია. ამ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ავტოავარიის დროს დაშავებული კიდევ ორი მოქალაქე რიზეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანის, 55 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა, მეორეს კი, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც, სავარაუდოდ, ავტომობილს მართავდა, ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი და კლინიკას მალე დატოვებს.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულები და დაშავებულები ხულოს მკვიდრნი არიან, ერთი ოჯახის წევრები. ისინი თურქეთში, სავარაუდოდ, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ და 26 ივნისს, გვიან ღამით სახლში ბრუნდებოდნენ.

კომენტარები