ევროპაში მოსალოდნელი სიცხე 2003 წლის რეკორდს მოხსნის
ევროპელი მეცნიერები და მეტეოროლოგები ევროპაში ანომალიურ სიცხეს პროგნოზირებენ, რამაც შეიძლება ათასობით ადამიანი იმსხვერპლოს. ამის შესახებ WASHINGTON POST-ი წერს.
სინოპტიკოსების ცნობით, კვირის ბოლოს საფრანგეთში ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს. რეკორდული სიცხე ქვეყნის სამხრეთ ნაწილშია მოსალოდნელი. საფრანგეთში მოსალოდნელი სიცხის გამო ათობით სკოლა დაიხურა.
პროგნოზის მიხედვით, 40 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს ტემპერატურა იტალიასა და ესპანეთშიც. მადრიდში ტემპერატურა +40,6 გრადუსამდე გაიზრდება. უჩვეულო სიცხეა მოსალოდნელი გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთშიც.
ტემპერატურის მომატებას ჩრდილოეთ აფრიკიდან მომავალი ციკლონი განაპირობებს.
ევროპული მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ძლიერი სიცხე განსაკუთრებით საშიშია მოხუცებისა და ბავშვებისთვის.
ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებლები ევროპაში 2003 წელს დაფიქსირდა, რასაც ვროპის ქვეყნებში 70 000 ადამიანი ემსხვერპლა. სინოპტიკოსთა სამწუხარო პროგნოზით, წლევანდელი ზაფხულის სიცხე 2003 წლის რეკორდს მოხსნის.
ამავე თემაზე: 6 რჩევა – როგორ გავუმკლავდეთ პაპანაქება სიცხეს
კომენტარები