კრიმინალისაზოგადოებასაქართველო

მეტეხის ხიდთან უბედური შემთხვევის გამო ორი ტურისტი დაიღუპა, ერთი მძიმე მდგომარეობაშია

უბედური შემთხვევა მოხდა დღეს თბილისში, რიყეზე – მეტეხის ხიდთან რკინის კონსტრუქციის მაგიდა და სკამები ჩამოიშალა, რის შედეგადაც კორეის მოქალაქე სამი ტურისტი სიმაღლიდან გადავარდა რიყის მხარეს.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავებული ცოლ-ქმარი კი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ქალი, რომელსაც მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, მალევე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე და 116-ე მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და ჯანმრთელობის დაზიანებას ითვალისწინებს.

შემთხვევის მიზეზად უამინდობა სახელდება.

ნინო ხოშტარია

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close