ქართველები უცხოეთშიხელოვნებაკულტურა
კონცერტი კორდობაში ემიგრანტი ქართველი პიანისტის მონაწილეობით
მიმდინარე წლის 20 ივნისს ესპანეთის ქალაქ კორდობაში, მეგობრობის დარბაზში გაიმართა გუნდის „რამონ მედინა“ კონცერტი. მომღერლებს ფორტეპიანოზე აკომპანიმენტს უწევდა ქართველი პიანისტი ეთერ ბოჭორიშვილი.
კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა, ქალბატონი ეთერის შესრულებამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
ქალბატონი ეთერი წარმოშობით თელავიდანაა და 9 წელია ესპანეთში, ქალაქ კორდობაში ცხოვრობს და მოღვაწეობს – იგი სანტა მარინას ეკლესიის გუნდის ხელმძღვანელია და საორღანო აკომპანიმენტსაც უწევს.
ლანა ბიბილურიძე
ნახეთ კონცერტის ფრაგმენტი:
კომენტარები