პოლიტიკასაზოგადოებასაზოგადოებასაბერძნეთისაქართველო

ბერძნული პრესა თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ

20-21 ივნისს თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქცია და განვითარებული მოვლენები მსოფლიო მასმედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. გამონაკლისს არც ბერძნული საინფორმაციო საშუალებები წარმოადგენს.

როგორც ავტორიტეტული ბერძნული გაზეთი „ტა ნეა“ იუწყება, ათასობით ქართველმა გააპროტესტა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის გამოსვლა. გაზეთი აღნიშნავს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და მოსკოვის მიერ აფხაზური და ოსური სეპარატიზმის ღიად მხარდაჭერის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდა. იქვე აღნიშნულია, რომ მომიტინგეებს ხელში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ეჭირათ, ასევე, გამოფინეს პლაკატები ლოზუნგით: „რუსეთი ოკუპანტია“.

პოპულარული გამოცემა „პროტო თემა“ აღნიშნავს, რომ მომიტინგეთა მთავარი მოთხოვნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადაყენება იყო.

ბერძნულენოვან მედიაში გამოირჩეოდა რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკი“. აღნიშნული სააგენტო ბევრ ენაზე, მათ შორის, ბერძნულადაც ავრცელებს ინფორმაციას. „სპუტნიკს“ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მარკოს ბოლარისის განმარტება მოჰყავს. სააგენტოს ინფორმაციით, ბოლარისმა მათ თბილისში მყოფი ბერძნული დელეგაციის წევრების მონათხრობზე დაყრდნობით განუცხადა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის მიმდინარეობისას „ქართველი ნაციონალისტი დეპუტატები“ დარბაზში რუსული დელეგაციის წევრების გაძევების მიზნით შეიჭრნენ. სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ მინისტრის მოადგილის აზრით, ასამბლეა მუშაობას გააგრძელებს, რადგან ქმედება „არ მომდინარეობდა მთლიანად პარლამენტისგან, არამედ ნაციონალისტური ჯგუფებისგან“.

აქვე გთავაზობთ ბერძნულენოვანი „ევრონიუსის” რეპორტაჟს:

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close