fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ოჯახის დამხმარემ 83 წლის ქალი გაქურდა

20 ათასი ევროს საერთო ღირებულების საიუველირო ნაკეთობების ქურდობა ედება ბრალად 52 წლის ქალს, რომელიც 83 წლის მოხუცთან ოჯახის დამხმარედ მუშაობდა. შემთხვევა ქალაქ სერესში (SERRES, მაკედონიის რეგიონი, საბერძნეთი) მოხდა.

საქმე სერესის უსაფრთხოების განყოფილებამ გამოიძია მას შემდეგ, რაც პოლიციაში 83 წლის ქალის განცხადება შევიდა – მოხუცმა აღმოაჩინა, რომ მისი „ოქროს მარაგი“, ძვირფასთვლიანი ბეჭდები და საყურეები იდუმალებით მოცული გზით გაქრა.

პოლიციის გამომძიებლებმა მოხუცი ქალის საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას კარის გატეხის და სახლში გარედან შეღწევის ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინეს და ეჭვი 52 წლის დამხმარე ქალზე მიიტანეს, რომელიც სახლში თავისუფლად შედიოდა. მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას, ოპერატიული მოქმედებების შედეგად, პოლიციელებმა მოპარულ ძვირფასეულობას მიაგნეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქურდს მიმდინარე წლის აპრილიდან 8 ივნისამდე ნელ-ნელა გაჰქონდა თავისი დამსაქმებლის სახლიდან ძვირფასი სამკაულები. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც სერესის პირველი ინსტანციის სასამართლო განიხილავს.

ნინო ბაჯელიძე

წყარო: www.ert.gr

კომენტარები

თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close