საზოგადოებასაქართველო

პონტოს მუხის უნიკალური ტყის გადასარჩენად გურიაში აღკვეთილი შეიქმნა

საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია – პონტოს მუხის აღკვეთილი შეიქმნა. მისი ფართობი 443 ჰექტარია. აღკვეთილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ეს არის ერთადერთი ადგილი ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც პონტოს მუხის კორომები შედარებით დიდ ფართობზეა გავრცელებული. აღკვეთილის შექმნის მიზანია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს „წითელი ნუსხაში“ შეტანილი მცენარის, უნიკალური ტყისა და მისი ეკოსისტემის დაცვა და შენარჩუნება.

შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა ახლახან დაამტკიცა, გასულ წელს შეიმუშავეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, დაცული ტერიტორიების სააგენტომ და WWF-ის კავკასიის პროგრამულმა ოფისმა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close