fbpx
მსოფლიოპოლიტიკაიტალიაპოლიტიკა

„ბრექსიტის“ პარტია სალვინის „ლიგის“ ნაცვლად დი მაიოს M5S-თან ერთიანდება

ლუიჯი დი მაიოს „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ (იტალია) და ნაიჯელ ფარაჯის „ბრექსიტის“ პარტია (დიდი ბრიტანეთი) ევროპარლამენტში კოალიციის შექმნასთან ძალიან ახლოს არიან, გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია. ამის თაობაზე 10 ივნისს ADNKRONOS-მა გაავრცელა ინფორმაცია.

ნაიჯელ ფარაჯის ყოფილი პარტია UKIP (ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტია) და იტალიური M5S წინა მოწვევის ევროპარლამენტშიც ალიანსში იყვნენ (პირდაპირი დემოკრატიის მომხრეები).

უფრო ადრე Brexit-ის პარტია მოლაპარაკებებს აწარმოებდა იტალიის მეორე სახელისუფლებო პარტიასთან – „ჩრდილოეთის ლიგასთან“, თუმცა რამდენიმე დღის წინ ნაიჯელ ფარაჯმა განაცხადა, რომ მატეო სალვინის პარტიას საკუთარი მიზნებისთვის უნდოდა მისი გამოყენება, ამიტომ უარი თქვა მასთან კავშირზე.

როგორც ცნობილია, ევროპარლამენტის არჩევნებში ბრიტანეთში ფარაჯის ბრექსიტის პარტიამ ყველაზე მეტი – 31,6% პროცენტი მიიღო (29 მანდატი), „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ კი იტალიაში მხოლოდ 17,1% (14 მანდატი) და ამ მაჩვენებლით მესამეა „ლიგის“ (34,3%, 29 მანდატი) და დემოკრატიული პარტიის (22,7%, 19 მანდატი; ლიდერი – ნიკოლა ძინგარეტი) შემდეგ.

ნიკო აბაშიშვილი

მსგავს თემაზე: სალვინი ბრიტანელ ევროსკეპტიკოს ნაიჯელ ფარაჯს ევროპარლამენტში ალიანსზე გაურიგდა?

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close