საზოგადოებაnewsსაქართველო
პირველკლასელთა საბუთების მიღება 13 ივნისს დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება
საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, 13 ივნისიდან კი მოსწავლის მშობელმა ან მეურვემ არჩეულ სკოლაში შესაბამისი საბუთები უნდა წარადგინოს.
დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით, ამ ვადაში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში ელექტრონული რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
რაც შეეხება წარსადგენ დოკუმენტებს, განათლების სამინისტროს განმარტებით, რეგისტრაციის გავლის შემდეგ მშობლებმა სასურველ სკოლაში უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:
1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
2. მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
3. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის შესახებ;
4. დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
ნინო ხოშტარია
კომენტარები