მსოფლიოტექნოლოგიები

GOOGLE-მა აკრძალა აპლიკაციები, რომლებიც მარიხუანის გაყიდვას ხელს უწყობენ

GOOGLE-მა თავის აპლიკაციების მაღაზიაში აკრძალა დანართები, რომლებიც მარიხუანის ან მასთან დაკავშირებული პროდუქტების გაყიდვას უწყობენ ხელს. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება კონტენტთან დაკავშირებით საკუთარი პოლიტიკის შეცვლის ფარგლებში მიიღო.

Google-ის წარმომადგენელმა Reuters-თან ინტერვიუში განმარტა, რომ გაყიდვების კალათის პარამეტრები შეიცვლება და პროგრამული ზღვარი დაწესდება. მისი თქმით, ტექნიკური პრობლემები მომხმარებლის ჩარევის გარეშე მოგვარდება. აპლიკაციებს კი პროგრამის გაშვებიდან 30-დღიანი ვადა აქვთ, რომ გუგლის პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოვიდნენ.

„იმედგაცრუებულები ვართ Google-ის გადაწყვეტილებით, რადგან ეს მარიხუანის გაყიდვების არალეგალური ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ Google-ი, Apple-ი და Facebook-ი საბოლოოდ ჯამში სწორად იმოქმედებენ“, – განაცხადა დანართ Eaze-ს წარმომადგენელმა, რომლითაც ინტერნეტსივრცეში მარიხუანა იყიდება.

წყარო: Reuters

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ

მსგავს თემაზე: საფრანგეთი მზადაა დაუშვას კანაბისის სამედიცინო მიზნებით გამოყენება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close