კრიმინალისაბერძნეთი

ტრაგედია საბერძნეთში – 14 წლის გოგონამ 43 წლის მამაკაცის გამო თავი მოიკლა

სკოლის მოსწავლე 14 წლის გოგონამ თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა 43 წლის მამაკაცთან, რომელიც ამის გამო დააკავეს. მოზარდი მოსხატოს სადგურში (ათენის სამხრეთი გარეუბანი) საქალაქო ელექტრომატარებელს ჩაუვარდა ბორბლებში და ადგილზე გარდაიცვალა. 

თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე გოგონას მშობლებმა გაიგეს შვილის ურთიერთობის შესახებ მაღაზიის მფლობელ 43 წლის მამაკაცთან, მოზარდს მასთან ურთიერთობა აუკრძალეს და პოლიციაში სარჩელი შეიტანეს, რასაც პედოფილის დაპატიმრება მოჰყვა არასრულწლოვანის შეცდენის ბრალდებით. „პირველი სიყვარულის“ ძლიერ გრძნობას აყოლილმა მოზარდმა ვერ გადაიტანა მომხდარი, მისი ურთიერთობის საჯაროდ გამჟღავნება და მატარებელს ჩაუვარდა, საყვარელს კი მობილური ტელეფონით საბოლოო შეტყობინება გაუგზავნა სუიციდის წინ.

43 წლის მამაკაცს თავადაც ჰყავს იმავე ასაკის ქალიშვილი და გოგონა მისი შვილის მეგობარი იყო, რომელიც გასულ წელს გაიცნო.

მამაკაცის აღიარებამ პოლიცია შოკში ჩააგდო. როგორც მან თქვა, ერთ დღეს თავისი შვილი და მისი 13 წლის მეგობარი პარკში წაიყვანა, შემდეგ კინოში შევიდნენ. როდესაც სახლში დაბრუნდნენ, მისმა შვილმა დაიძინა, მეორე გოგონას ფოტოების გადაღება დაუწყო ტელეფონზე…

როგორც ირკვევა, ეს მოზარდი ერთადერთი არასრულწლოვანი არ ყოფილა, ვისთანაც 43 წლის მამაკაცს ურთიერთობა ჰქონდა.

მოზარდის თვითმკვლელობიდან 5 დღის შემდეგ, 28 მაისს გაჩნდა ინფორმაცია, რომ მის გარდა მამაკაცს სხვა, 16 წლის გოგონასთანაც ჰქონდა კავშირი.

გასულ ორშაბათს, 27 მაისს ატიკის უსაფრთხოების დეპარტამენტში (არასრულწლოვანთა დაცვის განყოფილებაში) კიდევ ერთი გოგონას მშობლები მივიდნენ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ 43 წლის მამაკაცს მათ შვილთანაც ჰქონდა კავშირი.

სამართალდამცველთა ინფორმაციის თანახმად, მშობლები შეშფოთებულები იყვნენ და პოლიციას მიაკითხეს იმის გამო, რომ, მათი თქმით, მამაკაცის დაკავების და მოსხატოში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მათმა 16 წლის ქალიშვილმა მკვეთრად შეიცვალა ქცევა, შეშფოთება ეტყობოდა  და „თავის თავში ჩაიკეტა“. ოჯახის უფროსის სიტყვებით, მათი ქალიშვილი ხშირად აკითხავდა ამ მამაკაცის მაღაზიას, იქ საყიდლებზე დადიოდა და დიდხანს არ ბრუნდებოდა, თუმცა ისინი მანამდე ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, რადგან იცნობდნენ მაღაზიის მეპატრონეს და თავიანთ მეგობრად მიაჩნდათ.

პოლიციის თანამშრომლებმა მშობლები მაშინვე პროკურორთან გაგზავნეს, რომელიც საქმეს აწარმოებს. არსებული ინფორმაციით, მან წინასწარი გამოძიება დანიშნა ახალგამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით.

ამჟამად 43 წლის მამაკაცი პატიმრობაში იმყოფება. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე რამდენიმე ბრალდებით:

*თვითმკვლელობამდე მიყვანა (სისხლის სამართლის დანაშაული);

*არასრულწლოვანთან მოტყუებით სქესობრივი კავშირის დამყარება (სისხლის სამართლის დანაშაული);

*გარყვნილი ქმედება, ბავშვთა პორნოგრაფია (საკანონმდებლო გადაცდომა).

იმავე რაიონის მცხოვრებლებმა სამართალდამცველების მიერ გამოკითხვის დროს თქვეს, რომ მამაკაცის მაღაზიაში სხვა არასრულწლოვან გოგონებსაც ხედავდნენ, მაგრამ ფიქრობდნენ, რომ ისინი მისი შვილის მეგობრები იყვნენ. ამას გარდა, პოლიციამ ბრალდებულის სახლიდან ამოიღო ინტიმური ხასიათის რამდენიმე ფოტო და ვიდეო, რომელშიც არასრულწლოვანები არიან დაფიქსირებულები.

წყარო:  rua.gr

მსგავს თემაზე: თვითმკვლელობა ვოლოსში – 22 წლის გოგონა აივნიდან გადმოხტა

თვითმკვლელობა ათენის მეტროში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close