თვითმკვლელობა ვოლოსში – 22 წლის გოგონა აივნიდან გადმოხტა

28 მარტს, საღამოს ექვსის ნახევარზე ტრაგიკული შემთხვევა მოხდა საბერძნეთის პატარა ქალაქ ვოლოსში, სადაც ახალგაზრდა გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

22 წლის გოგონა მესამე სართულზე მდებარე საკუთარი ბინის აივნიდან გადმოხტა და ასფალტზე თავით დავარდა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა საპირისპირო მხარეს მდებარე სასწავლო დაწესებულების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დაინახეს. საზარელი სურათის დამნახველი ბავშვების დამშვიდებას მასწავლებლები უშედეგოდ ცდილობდნენ.

თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. პოლიცია გამოძიებას აწარმოებს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონა დედასთან ერთად ცხოვრობდა.

ნინო ნაჯელიძე

მსგავს თემაზე: „ლურჯი ვეშაპის“ გამო მოზარდი აივნიდან გადახტა

კომენტარები