fbpx
მსოფლიოქართველები უცხოეთშიხელოვნებაკულტურა

ანიტა რაჭველიშვილი „მეტროპოლიტენ ოპერის“ საუკეთესო ათეულშია

ანიტა რაჭველიშვილი „მეტროპოლიტენ ოპერის“ შემსრულებელთა TOP-ათეულში მოხვდა.

ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერის“ 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ათი შემსრულებელი გამოცემა OperaWire-მა დაასახელა.

როგორც გამოცემა წერს, ამ დროისთვის ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანოს კარიერაში „მეტროპოლიტენ ოპერის“ 2018-19 წლების სეზონი საუკეთესო იყო. სეზონის განმავლობაში მსოფლიოს უდიდეს სცენაზე ქართველმა საოპერო ვარსკვლავმა რამდენიმე განუმეორებელი როლი შექმნა.

TOP-ათეულში ანიტა რაჭველიშვილთან ერთად მოხვდა ასევე ცნობილი ამერიკელი საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო ჯოის დიდონატო.

შეგახსენებთ, რომ „მეტროპოლიტენ ოპერაში“ ანიტა რაჭველიშვილმა ვერდის ოპერებში „აიდასა“ და „ტრუბადურში“, კამილ სენ-სანსის “სამსონი და დალილაში“ და ფრანჩესკო ჩილეას „ადრიანა ლეკუვრერში“ იმღერა.

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ

ამავე თემაზე: „ვაშინგტონ პოსტი“: მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილმა ნიუ-იორკი დაიპყრო

მოუსმინეთ განუმეორებელ ანიტას:

პერფორმანსი თბილისის მეტროში:

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close