საზოგადოებასაქართველო

რუსთავში ჯარისკაცებმა 2 ბავშვი დაწვას გადაარჩინეს

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე სამმა სამხედრო მომსახურემ ხანძრის დროს 2 მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა.

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ჯარისკაცები რუსთავში გასამართ ღონისძიებაზე მიდიოდნენ, როდესაც გზიდან შეამჩნიეს, რომ მრავალსართულიანი სახლის ერთ-ერთი ბინის ფანჯრიდან კვამლი გამოდიოდა, ადგილზე მისულებს კი, ბინაში ძლიერი ხანძარი დახვდათ. მეზობლების თქმით, ბავშვების მამა გარეთ იყო და ვერ შედიოდა თავის სახლში, სადაც 2 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. ხანძართან ერთად იყო ძლიერი დაკვამლიანებაც.

სამმა ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ოთახში შეაღწია და ცეცხლმოკიდებული ბინიდან ბავშვები გამოიყვანა. სამხედროებმა კვამლისგან მძიმე ინტოქსიკაცია მიიღეს.

„ინფო რუსთავმა“ სამხედროების ვინაობა გაარკვია, ესენი არიან: 26 წლის დავით კვიწინაძე და 34 წლის ალექსანდრე ჯანიაშვილი, მესამე ჯარისკაცი კი, რომელიც შედარებით მძიმედ იყო და ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, გიორგი მუსელიანია.

თუ მოგეწონათ, მოიწონეთ და გააზიარეთ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close