მოგზაურობამსოფლიო

თანამშრომლების გაფიცვის გამო ლუვრის მუზეუმი დაიკეტა

დღეს, 27 მაისს ლუვრი დამთვალიერებლებისთვის დაკეტილი იყო – მუზეუმის თანამშრომლები ტურისტების დიდი ნაკადის გამო გაიფიცნენ. ამის შესახებ მუზეუმის ადმინისტრაციამ ტვიტერში დაწერა.

პროფკავშირების განცხადებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ლუვრის მუზეუმში ტურისტული ნაკადი 20 პროცენტით გაიზარდა, თანამშრომელთა რაოდენობა კი შემცირდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დამთვალიერებლების დიდი ნაკადის გამო მუზეუმის თანამშრომლებს სული ეხუთებათ.

ლუვრის მუზეუმის ადმინისტრაცია იმ მომხმარებლებს, რომლებმაც ბილეთები მანამდე დაჯავშნეს, თუმცა ორშაბათს მუზეუმში შესვლა ვერ შეძლეს, თანხას უკან დაუბრუნებს.

ლუვრს 2018 წელს 10,2 მლნ ადამიანი ეწვია.

 

მოგეწონათ სტატია? – მოიწონეთ და გააზიარეთ

მსგავს თემაზე: მსოფლიოს 10 ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close