რაზეა დამოკიდებული ბავშვის სქესი და რატომ იმატა ახალშობილ გოგონათა რიცხვმა?

იაპონელმა სწავლულებმა მოულოდნელი დასკვნა გამოაქვეყნეს: ჯანდაცვის ინსტიტუტის, M&K-ს და სიმიძუს ქალთა საავადმყოფოს მეცნიერთა განცხადებით, თანამედროვე ქალებს გოგონას გაჩენის უფრო მეტი შანსი აქვთ, ვიდრე ბიჭის გაჩენის.

როგორც აღმოჩნდა, ნეგატიური გარემო ფაქტორები მამრობითი სქესის ნაყოფის ჩასახვის შანსს ამცირებს: საუბარია კლიმატის ცვლილებაზე, ბუნებრივ კატაკლიზმებსა და მსგავს გარემო ფაქტორებზე. თანამედროვე მსოფლიოში კი ასეთი ფაქტორები იმდენად ხშირია, რომ მსოფლიო გენდერული ბალანსის საფრთხის წინაშე დგას.

იაპონელი მეცნიერების კვლევას ადასტურებს აშშ-ის სმითსონის ინსტიტუტის (Smithsonian Institution) სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, ტროპიკულ ქვეყნებში უფრო მეტი გოგო იბადება, ჩრდილოეთ ფინეთში კი, ჰაერის ტემპერატურის ზრდასთან ერთად, ახალშობილებში ბიჭების პროცენტული წილი გაიზარდა.

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

კომენტარები