მსოფლიოnews

იორდანიის მეფე მაცხოვრის საფლავის რესტავრაციის ხარჯებს დაფარავს

საეკლესიო სიახლეების ბერძნული საიტი romfea.gr საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს – სააგენტოს ინფორმაციით, იორდანიის მეფე აბდულა მესამე მაცხოვრის საფლავის რესტავრაციის ხარჯებს მთლიანად დაფარავს.

იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე იორდანიის მეფეს შეხვდა და პირადად გადაუხადა მადლობა ასეთი კეთილშობილური ჟესტისთვის.

როგორც romfea იუწყება, ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც იორდანიის მეფე წმინდა ადგილების მოვლა-პატრონობას აფინანსებს. ითვლება, რომ იორდანიის სამეფო კარი მუჰამედ წინასწარმეტყველისგან მომდინარეობს და აბდულა მესამე მუჰამედის 43-ე თაობის შთამომავალია.

იხილეთ საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის სიუჟეტი ამ ლინკზე

თუ მოგეწონათ ინფორმაცია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close