სამზარეულო

მარწყვის ლიქიორი – ზაფხულის ელექსირი

მოდით, ზაფხულის ნამდვილი ელექსირი დავამზადოთ! მერე ის ქილაში მოვათავსოთ და ზამთრის ცივ დღეებში საყვარელი არომატებით ვისიამოვნოთ! გთავაზობთ სახლის პირობებში დამზადებულ ლიქიორს, რომელშიც ნებისმიერი კენკრის გამოყენება შეიძლება. ჩვენ მარწყვი ვარჩიეთ უფრო ძლიერი არომატის გამო, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ჟოლო, მოცხარი, ალუბალი (კურკის გარეშე) ან მათი ნარევი გამოიყენოთ.

დაგჭირდებათ:

  • 500 გ მწიფე მარწყვი
  • 500 მლ არაყი
  • 300 გ შაქარი
  • 200 მლ წყალი
  • 1 ც ლიმონი ან ლაიმი

მარწყვს მწვანე ყუნწები მოაცილეთ, კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. მოამზადეთ ლიტრიანი ქილა, სასურველია წინასწარ ქაფქაფა წყლით დამდუღროთ.

ქილა გაავსეთ მარწყვით (შეგიძლიათ კენკრა შუაზე გაჭრათ) და დაასხით არაყი ისე, რომ ქილის პირამდე 2-3 სმ დარჩეს შეუვსებელი; დაამატეთ ლიმონის წვენი, დაახურეთ პლასტმასის სახურავი და მზის გულზე 10 დღის განმავლობაში გააჩერეთ.

დღეში ერთხელ სასურველია ქილა შეანჯღრიოთ, რომ შაქარი კარგად გაიხსნას.

10 დღის შემდეგ მასა გადაწურეთ (მარწყვი არ დაჭყლიტოთ), ნაყენი ბოთლში გადაასხით და ცალკე შეინახეთ, კენკრას კი შაქარი დააყარეთ და ბნელ ადგილას 24 სთ გააჩერეთ (შიგადაშიგ ურიეთ შაქრის გადნობამდე).

მომდევნო დღეს ამ მასიდან მიღებული წვენი ცალკე ჭურჭელში გადაღვარეთ, მარწყვს წყალი დაასხით, შეანჯღრიეთ და ისიც იმავე ჭურჭელში გადაღვარეთ.

ამის შემდეგ არყიანი და შაქრიანი ნაყენები ერთმანეთს შეურიეთ და შესაბამის ჭურჭელში მოათავსეთ, კიდევ 5 დღით ბნელ ადგილას დადგით და შემდეგ გაფილტრეთ.

მარწყვის ლიქიორი მზადაა!

რჩევები:

* მარწყვი კარგად გადაარჩიეთ, რომ დაზიანებული და დამპალი არ შეგყვეთ;

* რაც უფრო არომატულ და გემრიელ მარწყვს გამოიყენებთ (მაგ., ე. წ. „მალინა მარწყვს“), ლიქიორიც უფრო უკეთესი გამოგივათ;

* სასმელმა არომატი მაქსიმალურად რომ შეინარჩუნოს, სასურველია მცირე მოცულობის რამდენიმე ჭურჭელში – ბოთლში გაანაწილოთ, თავი მჭიდროდ დააფაროთ და ისე შეინახოთ;

* დალევამდე ლიქიორი ჩააცივეთ;

* შეარჩიეთ კარგი ხარისხის არაყი (დანამატების და სპეციფიკური გემოს გარეშე).

კირა კარიაული

 

მსგავს თემაზე: შამპანურის კოქტეილი ბროწეულის მარცვლებით

მეცნიერებმა დაბერების საწინააღმდეგო საშუალება აღმოაჩინეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close