საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა იზრდება – ქვეყნების პირველი ხუთეული
საქართველოში 2019 წლის აპრილში ფულადი გზავნილების სახით შემოსულმა თანხამ 137.1 მლნ აშშ დოლარი (369.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.1 პროცენტით (12.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.7 პროცენტი იმ 17 უდიდეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც მათმა მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა (გასული წლის აპრილთან შედარებით ეს მაჩვენებელი თითქმის არ შეცვლილა – 93.5 პროცენტი).
გადმორიცხული თანხის რაოდენობით პირველ ადგილს, ტრადიციულად, რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში 34.35 მლნ დოლარი გადმოირიცხა. ამ მაჩვენებლით მეორეა იტალია 18.44 მლნ აშშ დოლარით, მესამე – საბერძნეთი 16.34 მლნ აშშ დოლარით, მეოთხე – ამერიკის შეერთებული შტატები 14.68 მლნ აშშ დოლარით, მეხუთე კი – ისრაელი 13.33 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდის: თურქეთი – 7,76 მლნ, ესპანეთი – 4,01 მლნ, გერმანია – 3,76 მლნ, უკრაინა – 2,95 მლნ, პოლონეთი – 2,53 მლნ, საფრანგეთი – 2,11 მლნ აშშ დოლარი.
2019 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.1 მლნ აშშ დოლარი (51.5 მლნ ლარი) გადაირიცხა, რაც 600 ათასი ლარით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (18.5 მლნ აშშ დოლარი/45.0 მლნ ლარი).
ნინო ხოშტარია
თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ
ამავე თემაზე: ახალი მონაცემები – ემიგრანტების მიერ საქართველოში გადმოგზავნილი თანხა სტაბილურად იზრდება
იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან გადმოირიცხა
კომენტარები