იტალიასაზოგადოება

მოზარდი კომიდან გამოვიდა ოპერაციის წინ, როდესაც მისი ორგანოების ამოღებას აპირებდნენ ტრანსპლანტაციისთვის

შემთხვევა იტალიის ქალაქ ვერონაში მოხდა გასული წლის 20 დეკემბერს: 17 წლის ლორენცო სკოლაში მიდიოდა თავისი სკუტერით, როდესაც მოულოდნელად „მერსედესი“ დაეჯახა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს ჩაფხუტი ეფარა, იმდენად ძლიერად დაარტყა თავი ასფალტს, რომ სერიოზული ტრავმა მიიღო.

ექიმებმა ლორენცოს თავის ტვინის და სასუნთქი გზების ორგანული დაზიანება დაუდგინეს. მოზარდი ღრმა კომაში ჩავარდა. ექიმების თქმით, მისი გადარჩენის იმედი აღარ იყო და მშობლებმა მათ თავიანთი შვილის სიცოცხლისუნარიანი ორგანოების ამოღების ნებართვა მისცეს ტრანსპლანტაციისთვის.

მაგრამ შემდეგ მოხდა საოცრება, რომელსაც სამეცნიერო ახსნა არ გააჩნია: ლორენცოს აპარატურიდან გამორთვის დრო დანიშნეს, როდესაც ორგანოები უნდა ამოეღოთ, თუმცა წინა დღეს ბიჭმა გამოიღვიძა, თვალები გაახილა, ხელები და ფეხები აამოძრავა და ლაპარაკიც დაიწყო. დღეს კი, როგორც ვერონის გაზეთები იუწყებიან, ლორენცო ისევ დაუბრუნდა სკოლას 5-თვიანი კომის შემდეგ.

წყარო: https://www.calabrianews.it/in-coma-profondo-17enne-veronese-si-risveglia-poco-prima-dellespianto-degli-organi/

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

მსგავს თემაზე: დაღუპული 13 წლის ბიჭი ორგანოების დონორი გახდა – მშობლების დიდსულოვანი გადაწყვეტილება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close