უმარტივესი დიეტა, რომელიც 2 კვირაში 6-10 კილოს დაგაკლებინებთ
ეს ძალიან მარტივი დიეტაა, რომელიც წყლის სწორად მიღებას ეფუძნება. აუცილებელი და ერთადერთი პირობაა კვების წინ 2 ჭიქა წყლის მიღება. ზაფხული მოდის და დროა, ზედმეტ კილოგრამებს გამოვეთხოვოთ. მოემზადეთ ფსიქოლოგიურად, რომ 2 კვირის განმავლობაში ამ რეჟიმით უნდა იცხოვროთ და ხვალიდანვე დაიწყეთ:
კვების წინ სვამთ 2 ჭიქა წყალს (ვახშმის წინ – ერთ ჭიქას). 15-20 წუთის შემდეგ მიირთმევთ საჭმელს. 2 საათის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ დალიოთ თქვენი საყვარელი ყავა ან ჩაი, რა თქმა უნდა, ტკბილეულის, ნამცხვრისა და შოკოლადის გარეშე.
ყოველდღიური განრიგი ასეთია:
1. საუზმე: 2 ჭიქა წყალი. 15-20 წუთის შემდეგ საუზმობთ, რითაც გსურთ, და სითხეს არ იღებთ 2 საათის განმავლობაში – არც წყალს, არც ყავას და არც ჩაის.
2. სადილი: 2 ჭიქა წყალი, 15-20 წუთის შემდეგ ჭამთ ყველაფერს, რაც გსურთ. არ აყოლებთ არანაირ სითხეს.
3. ვახშამი: 1 ჭიქა წყალი, 15-20 წუთის შემდეგ მიირთმევთ, რაც გსურთ, არ აყოლებთ წყალს.
შეგახსენებთ ამ დიეტის აუცილებელ პირობას: ჭამის დროს და ჭამის შემდეგ 2 საათის განმავლობაში სითხის მიღება აკრძალულია.
თამარ ქავჟარაძე
თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ
მსგავს თემაზე: თხილეული წონის მატებას ხელს უშლის
კომენტარები