კონფერენცია ათენში საქართველოს თემატიკით – ახალგაზრდა ელჩის კიდევ ერთი ღონისძიება
12 მაისს ათენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის ცენტრში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება – კონფერენცია პოსტსაბჭოთა ეპოქის საქართველოსა და განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების შესახებ. ღონისძიების ორგანიზატორია საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ლიკა ჯანელიძე.
კონფერენციის თემები და მომხსენებლები:
საქართველოს გზა საბჭოთა ტოტალიტარიზმისაგან გათავისუფლებიდან საპარლამენტო რესპუბლიკამდე; დემოკრატიული რეფორმები ქვეყნის მმართველობით სისტემებში – მომხსენებელი ლიკა ჯანელიძე;
საქართველოს ინოვაციური რეფორმა საჯარო მომსახურების სფეროში – მომხსენებელი ანა ხულუზაური;
პოლიციისა და თავდაცვის ძალების ცვლილებების მაგალითი საქართველოში – მომხსენებელი გიორგი გორაძე;
საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმები და გამოწვევები – მომხსენებელი თეონა გავრეილიდი;
ჯანდაცვის რეფორმები საქართველოში – მომხსენებელი თათია ჩხაიძე.
კონფერენცის მეორე ნაწილში გაიმართება სპეციალური სემინარი საბერძნეთისა და საქართველოს ტურიზმის საკითხებზე – მომხსენებელი ლენა ქევხიშვილი.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში ახალგაზრდა ელჩის პროექტების ფარგლებში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები და სტუმრები გაეცნობიან ქართული ტრადიციული სამზარეულოს რამდენიმე ნიმუშს და დააგემოვნებენ ქართულ ღვინოს.
მისამართი: ათენი, აკადემიის ქუჩა N50
მსგავს თემაზე: ახალგაზრდა ელჩი ლიკა ჯანელიძე საბერძნეთში საქართველოს პოპულარიზაციას განაგრძობს
კომენტარები