newsკრიმინალი

კვიპროსელი მანიაკის მორიგი მსხვერპლის ნეშტი იპოვეს

კვიროსელმა პოლიციელებმა კვიპროსელი მანიაკის მიერ უკვე ცნობილი 7  მსხვერპლიდან  მეხუთის ცხედარი იპოვეს – გვამი სოფელ მიცეროსთან ახლოს მდებარე მიტოვებული საბადოს გვერდით წარმოქმნილი ხელოვნური ტბის ფსკერზე აღმოაჩინეს. 8 წლის გოგონას ნეშტი სამგზავრო ჩემოდანში იყო მოთავსებული.

სერიული მკვლელის მსხვერპლთა გვამების საპოვნელად კვიპროსის პოლიციამ ჰიდროლოკატორის სისტემა აამოქმედა. ბოლოს ნაპოვნი ცხედარი, სამართალდამცველთა ვარაუდით, 8 წლის  გოგონას, ელენა ნატალია ბუნეას (Έλενα Ναταλία Μπουνέα) ეკუთვნის, რომელიც მანიაკმა დედამისთან ერთად მოკლა.

„ობიექტი რობოტიზებული კამერის დახმარებით აღმოვაჩინეთ და მისი ადგილმდებარეობა მოვნიშნეთ. შემდეგ მყვინთავმა ტბაში ჩაყვინთა და ამოიტანა ჩემოდანი, რომელშიც ნეშტი იყო მოთავსებული“, – განაცხადა მარკოს ტრანგოლასმა, კვიპროსის სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსმა.

ერთი კვირის წინ პოლიციელებმა ამავე ტბაში იპოვეს ქალის სხეული, რომელიც ასევე ჩემოდანში იყო მოთავსებული. სავარაუდოდ, ისიც მანიაკის ხელით დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ აპრილში პოლიციამ 35 წლის კვიპროსელი სამხედრო მოსამსახურე ნიკოს მეტაქსასი დააკავა, რომელმაც აღიარა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში 5 უცხოელი, ემიგრანტი ქალი და 2 ბავშვი – 6 და 8 წლის გოგონები მოკლა. ბავშვები ამ ქალების შვილები იყვნენ. 2 მოკლულის გვამი ჯერჯერობით არ არის ნაპოვნი. ცნობილია, რომ ნაპოვნი ქალებიდან 2 ფილიპინელი იყო, ერთი – ნეპალელი და ერთიც, შესაძლოა, რუმინელი.

მეტაქსასი მომავალ მსხვერპლს გაცნობის საიტის მეშვეობით პოულობდა, რომელზეც „ორესტისის“ სახელით იყო დარეგისტრირებული; პოლიცია მის პროფილს სწავლობს, რათა დაადგინოს, დაკავებულს სხვა მკვლელობებიც ხომ არ აქვს ჩადენილი.

დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა კვიპროსის პოლიცია თავისი მოვალეობის არასათანადოდ შესრულებაში დაადანაშაულეს. სამართალდამცველები უარს ამბობდნენ მიეღოთ განცხადება მათი ახლობლის გაუჩინარების შესახებ და გამოძიებას არ ატარებდნენ.

3 მაისს კვიპროსის პრეზიდენტმა ქვეყნის პოლიციის მეთაური გაათავისუფლა, მანამდე, 2 მაისს კვიპროსის იუსტიციის მინისტრი გადადგა.

ნინო ბაჯელიძე

მოიწონეთ და გააზიარეთ

ამავე თემაზე: კვიპროსელი მანიაკი თუ ნაცისტი? – კუნძულზე ბრიტანელი ფსიქოლოგები ჩავიდნენ

ამ დროისთვის კვიპროსელი სერიული მკვლელის 7 მსხვერპლია ცნობილი

კვიპროსელი ოფიცერი სერიული მკვლელობებისთვის დაიჭირეს, გამოძიება საბერძნეთშიც მიმდინარეობს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close