ეკონომიკავიდეოსაზოგადოებასაქართველო
პანკისი: 21 აპრილის ქრონიკა 2 წუთში

„რადიო თავისუფლება“ (www.radiotavisupleba.ge) 2-წუთიან ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, როგორ განვითარდა მოვლენები პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანთან 21 აპრილს. როგორც ცნობილია, პანკისის მოსახლეობის ნაწილი ხეობაში, სოფელ ბირკიანთან რამდენიმე ათეულ მეტრში ახალი ჰესის, „ხადორი 3“-ის მშენებლობას აპროტესტებს. ახალი ჰესისთვის წყლის მიწოდება „ხადორი 2“-ის გამყვანი არხიდან უნდა მოხდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ, ხადორამდე, დაახლოებით 4.5 კილომეტრზე, მდინარე ალაზანი მილსადენში მოექცევა.
კომენტარები