ემიგრანტებმა ათენის მთავარ მოედანზე კარვების „დასახლება“ მოაწყვეს
ათენში, სინდაღმის მოედანზე, პარლამენტის შენობის წინ კარვების „დასახლება“ გაჩნდა. ქვეყნის მთავარ მოედანზე კარვები ლტოლვილებმა გაშალეს, რომელთა უმრავლესობა ერაყიდან და ავღანეთიდანაა. მათ შორის არიან ბავშვებიც.
ემიგრანტების გადაწყვეტილება საბერძნეთის პოლიციის მიერ განხორციელებულმა ქმედებამ განაპირობა: ბერძენმა სამართალდამცველებმა ლტოლვილებს იძულებით დაატოვებინეს შენობა ექსარხიაზე, რომელშიც ისინი ადრე თვითნებურად შესახლდნენ.
ოპოზიცია ბრალს სდებს ხელისუფლებას, რომ ოპერაცია არასათანადოდ განახორციელა. კერძოდ, გამოსახლებული ლტოლვილებისთვის წინასწარ უნდა მომზადებულიყო საცხოვრებელი ფართი, რადგან შეუძლებელია ადამიანები, მით უფრო, ბავშვები ქუჩაში დარჩნენ. ჯერჯერობით უცნობია, როგორ აპირებს ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას.
წაიკითხეთ: არალეგალმა ემიგრანტმა ნაპოვნი საფულე ნაღდი ფულით და საკრედიტო ბარათებით პოლიციაში მიიტანა
ნატურალიზაციის ახალი წესები საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების მსურველთათვის (ნაწილი მეორე)
ნატურალიზაციის ახალი წესები საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების მსურველთათვის (ნაწილი პირველი)
კომენტარები