პურის ქერქში გამომცხვარი თევზი

პურის ქერქის წყალობით თევზი უფრო წვნიანი და გემრიელი გამოდის. განსაკუთრებით კარგია ასე მომზადებული ღურკანა (გარბუშა), თუმცა სხვა თევზებიც არანაკლებ გემრიელია.

საჭირო პროდუქტი:

თევზის ფილე – 500-600 გ
მარილი – ნახევარი ჩაის კოვზი
შავი პილპილი – გემოვნებით
ლიმონის წვენი – 1-2 სუფრის კოვზი

პურის ქერქისთვის

პური – 300 გ
ნიორი – 2-3 კბილი
მაგარი ყველი – 100 გ
კარაქი – 70 გ
მარილი – გემოვნებით
ოხრახუში – 2-3 ღერო

მომზადების წესი

თევზი გარეცხეთ, გაასუფთავეთ და ფილე გამოარჩიეთ (ან გამზადებული ფილე იყიდეთ). ფილე მთლიანობაში უნდა იყოს 500-600 გ. მოაყარეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, შავი პილპილი (გემოვნებით), მოასხით ლიმონის წვენი და გააჩერეთ 20-30 წუთი მარინირებისთვის.

ამ ხნის განმავლობაში კი მოამზადეთ პურის მასა ქერქისთვის. 300 გ პურს (უმჯობესია წინა დღის იყოს) მოაჭერით ქერქი – ქერქი არ გჭირდებათ, – გული კი კარგად დააქუცმაცეთ ხელით ან ბლენდერით; სუფთა წონა უნდა იყოს 250 გ. დახეხეთ სახეხზე 100 გ მაგარი სახეობის ყველი (წვრილ სახეხზე ჯობია), დაუმატეთ ყველი დანამცეცებულ პურს, შემდეგ – 70 გ კარაქი, ნივრის საჭლეტით დაჭყლეტილი 2-3 კბილი ნიორი. წვრილად დაჭერით 2-3 ღერო ოხრახუში, მოაყარეთ მარილი გემოვნებით და ეს ყველაფერი ხელით კარგად აზილეთ.

ჟარუნას წაუსვით მცენარეული ზეთი, დაალაგეთ ზედ თევზის ფილე, ზემოდან დააფინეთ პურის მასა ისე, რომ მთლიანად დაიფაროს და ოდნავ დატკეპნეთ.

შედეთ ჟარუნა გახურებულ ჰაერღუმელში, 160 გრადუსზე და 30 წუთის შემდეგ გამოიღეთ.

ნატალია კალნინას რეცეპტი

მომზადების პროცესი დეტალურად შეგიძლიათ ამ ვიდეოში ნახოთ.

კომენტარები