პოლიტიკაnewsსაქართველო

სალომე ზურაბიშვილი: „ბრექსიტი საქართველოს შანსია, ევროკავშირში გაწევრიანდეს“

„ბლუმბერგი“ საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ბრექსიტის მნიშვნელობაზე საუბრობს. პრეზიდენტის თქმით, საქართველომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლით შექმნილი შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს და წინ წასწიოს ევროკავშირში გაწევრიანების საქმე.

„ამ სიტუაციას განვიხილავთ გადაწყვეტილებით, რაც შეიძლება უკეთ გამოვიყენოთ ჩვენ სასარგებლოდ, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, თავის რეზიდენციაში გამართული ინტერვიუს დროს, – ლოგიკურია, რომ ქვეყანას, რომელიც განუხრელად ისწრაფვის ევროპისკენ, იმაზე ნაკლებად არ უნდა მოექცე, ვიდრე ქვეყანას, რომელიც თანდათან შორდება ევროპას“.

მისივე თქმით, ზაფხულში ბათუმში დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერების კონფერენცია იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოსთვის, წარადგინოს საკუთარი ხედვები, თუ სად მიემართება.

„საქართველო ცდილობს, გამოიყენოს ის, რაც შეიძლება მოხდეს ბრექსიტთან დაკავშირებით, რათა შეაღოს ევროკავშირის კარი იმ დროს, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მხარს უჭერს „განსხვავებული სიჩქარის ევროპას, რომლის კარი ყველასთვის ღიაა“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, „ევროპა ყოველთვის აღწევდა პროგრესს მნიშვნელოვანი კრიზისების საშუალებით“.

ნატოსთან ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით კი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სამხედრო თვალსაზრისით, საქართველო აბსოლუტურად მზად არის ამისთვის.

„ჩვენ რომ წევრობის სამოქმედო გეგმა მიგვეღო, ყველამ იცის, რომ ორ თვეში ვიქნებოდით მზად“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, რუსული ძალების „ყოველდღიური პროვოკაციების“ მიუხედავად საქართველოს გადაწყვეტილება ევროკავშირისა და ნატოს წევრობასთან დაკავშირებით „ერთი ინჩითაც არ შეცვლილა“ და „თუ ეს იყო რუსეთის მიზანი, მაშინ ის დამარცხდა“.

წყარო: Bloomberg

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close