ვიდეო

„რამშტაინის“ ახალი კლიპი “DEUTSCHLAND“ – 9 წუთში ჩატეული გერმანიის სისხლიანი ისტორია

ცნობილი გერმანული ჯგუფის, RAMMSTEIN-ის ახალი კლიპი სიმღერაზე „გერმანია“ (“DEUTSCHLAND“) 3 დღეში „იუთუბიზე“ უკვე თითქმის 18-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.

9-წუთიან ვიდეოში ნაჩვენებია გერმანიის ისტორიის ყველაზე სისხლიანი მომენტები; განსაკუთრებით დიდი აღშფოთება გამოიწვია გერმანიაში საკონცენტრაციო ბანაკის სცენამ.

ეს Rammstein-ის პირველი ვიდეოა 2012 წლის შემდეგ. გერმანული მედიასაშუალებები წერენ, რომ ჯგუფი საკუთარი თავის ერთგული დარჩა და ამჯერადაც პროვოკაციას მიმართა. ასეა თუ ისე, მიზანმა გაამართლა: ახალ კლიპს ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close