fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კომიკოსმა გაიმარჯვა

უკრაინის ეროვნული ეგზიტპოლის მონაცემებით, უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, რომელიც დღეს, 31 მარტს გაიმართა, პოპულარულმა შოუმენმა, სატელევიზიო კომიკოსმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა 30,4 პროცენტით; მეორე ადგილზეა მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო – 17,8%, შესაბამისად, მეორე ტურში ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება ერთმანეთს.

„ბატკოვშინის“ ლიდერმა იულია ტიმოშენკომ, ეროვნული ეგზიტპოლის თანახმად, 14,2% დააგროვა და მესამე პოზიციაზეა. ტიმოშენკომ ეროვნული ეგზიტპოლის შედეგებს გაყალბებული უწოდა. „ჩვენ არ ვაყენებთ ეჭვქვეშ ზელენსკის პირველ ადგილს“, – განაცხადა ტიმოშენკომ და აღნიშნა, რომ იგი გავიდა მეორე ტურში ზელენსკისთან ერთად და არა პოროშენკო. „ბატკოვშინის“ ეგზიტპოლის თანახმად, ზელენსკიმ 27% დააგროვა, ტიმოშენკომ – 20%, პოროშენკომ კი – 17%.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის პოსტის დასაკავებლად პირველ ტურში 39 კანდიდატი იბრძოდა.

მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ პირველ ტურში გამარჯვებულ ტელეპროდიუსერს და შოუმენს, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკური საქმიანობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close