იტალიაკულტურასაზოგადოება

ნაყინის იტალიელი მწარმოებლები იუნესკოს მიმართავენ, ჯელატო კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობად აღიაროს

ჯელატო ისეთივე კულინარიული შედევრია, როგორც პიცა! – იუნესკოს მისი აღიარებისთვის ფლორენციიდან მიმართავენ, სადაც ჯელატოს ჯერ კიდევ მედიჩების დროს ამზადებდნენ.

ვეტულიო ბონდი, ფლორენციელი ნაყინის მწარმოებლების ასოციაციის პრეზიდენტი, წინადადებით გამოდის, იტალიელი ჯელატიერების ნაყინის წარმოების ოსტატობა და ხელოვნება იუნესკოს არამატერიალური კულტურული ობიექტების ნუსხაში შევიდეს.

მის მიმართვაში ნათქვამია, რომ Zuccotto Fiorentino, ბისკვიტისა და ნაყინისგან შექმნილი ტიპური დესერტი, რომელიც 1930 წელს თავიდან გამოიგონეს, უკვე ცნობილი და ფართოდ პოპულარული იყო კატერინა დე მედიჩის (1519-1589 წწ.) დროს და მაშინ „ელმო დი კატერინა“ (Elmo di Caterina) ერქვა. დედოფალმა, ფლორენციელი ჯელატიერების მიმართ თავისი პატივისცემის დემონსტრირების ნიშნად, ეს დესერტი საფრანგეთში თან წაიღო, სადაც ის ასევე სწრაფად გავრცელდა და პოპულარული გახდა.

ვეტულიო ბონდი, ელმო დი კატერინა

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close