საზოგადოებაnewsსაქართველო

საქართველომ იანვარ-თებერვალში ქვეყანაში 3,3 ათასი უცხოელი არ შემოუშვა, 15 კი – გაადეპორტა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება 2019 წლის იანვარ-თებერვალში დაახლოებით 3,3 ათას უცხოელს არ მისცეს. ეს ათასით მეტია, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელი.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმყოფებოდა 998,2 ათასი ვიზიტორი (+0,2%), მათ შორის ყველაზე მეტი – აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთის, თურქეთისა და უკრაინის მოქალაქეები.

მათგან, ვისაც მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში შემოსვლაზე უთხრეს უარი, ყველაზე მეტი იყო ირანის (1100), ინდოეთის (794), აზერბაიჯანის (265), თურქეთის (218), თურქმენეთის (174) მოქალაქე.

საქართველოდან იანვარ-თებერვალში 15 ადამიანის დეპორტაცია მოხდა: იანვარში გააძევეს ოთხი ადამიანი – ბანგლადეშის, თურქეთის, ინდოეთისა და ჰაიტის მოქალაქეები, თებერვალში კი – ეგვიპტის ოთხი მოქალაქე, ირანის ოთხი მოქალაქე, აგრეთვე, ერაყის, თურქეთისა და პაკისტანის თითო-თითო მოქალაქე.

საქართველოს შსს აქვეყნებს სავიზო რეჟიმის დარღვევების სტატისტიკასაც, რომლის თანახმადაც,  ქვეყანაში ყოფნის წესებს ყველაზე მეტად ირანის, რუსეთის და ჩინეთის მოქალაქეები არღვევენ.

მოამზადა ნინო ხოშტარიამ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close