fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიაში აუცრელ ბავშვებს დღეიდან საბავშვო ბაგა-ბაღებში აღარ დაუშვებენ, მშობლებს კი ჯარიმა ემუქრებათ

6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებსაც აცრები არ აქვთ ჩატარებული, იტალიაში საბავშვო ბაგა-ბაღებში აღარ დაუშვებენ.

შესაბამისი კანონი ჯერ კიდევ 2017 წელს მიიღეს, თუმცა მისი ძალაში შესვლა ორჯერ გადაიდო. მიმდინარე წელს კი, როგორც გაზეთი La Repubblica იტყობინება, ჯანდაცვის მინისტრმა ჯულია გრილომ, შს მინისტრ მატეო სალვინის თხოვნის მიუხედავად, კანონის ძალაში შესვლის ვადის კიდევ ერთხელ გადაწევაზე უარი თქვა და ის 11 მარტს შევიდა ძალაში.

აღნიშნული კანონის თანახმად, აგრეთვე, განსაზღვრულია ჯარიმა იმ მშობლებისთვის, რომელთა 6-იდან 16 წლამდე ასაკის შვილები აუცრელები არიან. ჯარიმის თანხა 500 ევროა.

ახლა ქვეყანაში განიხილება ახალი კანონი, რომელიც ითვალისწინებს მასობრივ აცრებს მხოლოდ ეპიდემიის შემთხვევაში. და რადგანაც ამჟამად, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში წითელას ეპიდემიაა, მის სალიკვიდაციოდ, Il Fatto Quotidiano-ს ინფორმაციით, არა მარტო ბავშვების, არამედ 2,5 მლნ ზრდასრულის აცრაც იგეგმება.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close