მსოფლიოქართველები უცხოეთშიიტალიასაზოგადოება

ნენო გაბელია რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებულია!

ჩვენი ახალგაზრდა თანამემამულე ნენო გაბელია, რომელიც 8 წელია იტალიაში, რომში ცხოვრობს, გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი გახდა – რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტმა იგი დააჯილდოვა, როგორც 2017-2018-2019 წლებში ამ უნივერსიტეტის დოქტორანტურის საუკეთესო კურსდამთავრებული.

კონკურსში 700-მდე კანდიდატი მონაწილეობდა, რომლებმაც  2017 წლიდან დღემდე მოიპოვეს დოქტორის ხარისხი სხვადასხვა მეცნიერებებში ლა საპიენცას უნივერსიტეტში. სულ 30 დოქტორი დაჯილდოვდა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან ეს ჯილდო ნენო გაბელიას ერგო.

„ძალიან სასიამოვნო ყოფილა, როდესაც პირდაპირ დარბაზში იგებ, რომ შენ ყველაზე წარჩინებული ხარ პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე. ჩემმა თემამ, რომელიც საქართველოში არსებულ კონფლიქტებს ეხებოდა, უნივესიტეტისგან უდიდესი მოწონება დაიმსახურა და ჩვენ თანამშრომლობას ვაგრძელებთ, რათა ის წიგნის სახის გამოიცეს და შევიდეს სხვადასხვა სასწავლო კურსის სილაბუსში. მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა Fondazione Roma Sapienza/ ფონდაციონე რომა საპიენცას ამ პატივისთვის, ეს უკვე ჩემი მეორე ჯილდოა. რომელიც მათგან მივიღე. გუშინდელმა დღემ ძალიან ბევრი რამ მასწავლა და მინდა ყველას, ვინც მე მგულშემატკივრობს, ვუთხრა რომ, შეუძლებელი არაფერია“, – წერს ნენო გაბელია თავის ფეიბუქგვერდზე.

ნენო გაბელია რომში 2011 წელს ჩავიდა და ლა საპიენცას უნივერისტეტში ჩაირიცხა პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც ჯერ მაგისტრატურა დაამთავრა, შემდეგ კი – დოქტორანტურა და სადოქტორო ხარისხი ახლახან, თებერვალში დაიცვა.

ვულოცავთ ნენოს ამ წარმატებას და კიდევ მრავალ ჯილდოს და წარმატებას ვუსურვებთ. განსაკუთრებით სასიხარულოა მისი წარმატება ჩვენთვის, რადგან ნენო გაბელია nostal.ge-ს ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია.

წაიკითხეთ ინტერვიუ:

ნენო გაბელია: „ჩვენ ყველანი ჩვენი ქვეყნის ელჩები ვართ უცხო ქვეყანაში“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close