მიგრაციამსოფლიოსაზოგადოებაnewsსაქართველო

ჰააგაში ტროტუარზე ქართული ანდაზა ამოტვიფრეს

„ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო“ – ეს ქართული ანდაზა ჰააგის (ნიდერლანდები) ერთ-ერთ უბანში, ახლად გახსნილი გზის ტროტუარზე ამოტვიფრეს. იდეა ლინგვისტიკის პროფესორს ეკუთვნის, რომელმაც ჰააგის  მერიას შესთავაზა, რომ ახალ ტროტუარზე ყველა იმ ენაზე ამოეტვიფრათ წარწერები, რომლებიც ამ ძალიან ინტერნაციონალურ ქალაქში ისმის.

„ლაიდენის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტის ლინგვისტიკის პროფესორმა ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადემ 33 ენაზე შეაგროვა წარწერები, რათა ახლად გახსნილი გზის ტროტუარზე ყველა იმ ენაზე ყოფილიყო წარწერა, რომელიც ჰააგაში – ერთ-ერთ ყველაზე ინტერნაციონალურ ქალაქში ისმის. ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადეს იდეა ქალაქის მერიაში მოიწონეს და ერთწლიანი სამუშაოების შემდეგ პროექტი საზეიმო ვითარებაში ფართო საზოგადოებას წარუდგინეს. ასე მოხვდა ქართული ანდაზა ჰააგის ცენტრალურ უბანში“, – უთხრეს Imedinews-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

წყარო: Imedinews.ge

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close