მიგრაციამსოფლიოnews

საფრანგეთს ევროვიზიაზე მუსლიმი ჰომოსექსუალი წარადგენს

საფრანგეთს ევროვიზიაზე 19 წლის მუსლიმი ჰომოსექსუალი ბილალ ჰასანი წარადგენს. ბილალი მაროკოელი მიგრანტების შვილია.

„ბილალ ჰასანი, რომელიც რამდენიმე კვირაში მოვლენა გახდა თავისი პარიკებისა და მაკიაჟის წყალობით, მაისში ევროვიზიაზე საფრანგეთს წარადგენს. სწორედ ბილალმა გაიმარჯვა  კონკურსში “Destination Eurovision” სიმღერით “Roi” („მეფე“) შაბათ საღამოს, France 2-ის პირდაპირ ეთერში“, – წერს „ლე ფიგარო“.

„Merci, merci, merci… ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მეხმარებით ჩემი ოცნების ასრულებაში, – წამოიძახა გახარებულმა ბილალმა მაყურებლის ოვაციების ფონზე, – მე წარვადგენ საფრანგეთს ევროვიზიაზე!“

პირდაპირი ტრანსლაციის წამყვანი იყო გარუ – კანადელი მომღერალი, რომელმაც კვაზიმოდოს პარტია შეასრულა მიუზიკლში „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close