newsეკონომიკაიტალიასაზოგადოება

იტალიაში „მოქალაქის მინიმალური შემოსავლის“ თანხის ანაზღაურება დღეს დაიწყო

იტალიაში დღეს, 6 მარტს ძალაში შევიდა კანონი „მოქალაქის დახმარების“ შესახებ („მოქალაქის მინიმალური შემოსავალი“, REDDITO CITTADINANZA)  – ეს იყო მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც ორი მმართველი პარტიიდან ერთმა – „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ მისცა თავის ამომრჩეველს. ამის თაობაზე იტალიური მედია იუწყება.

დღეიდან, 6 მარტიდან მოყოლებული, მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალი დაწესებულ მინიმუმზე (780 ევრო) ნაკლებია, შეუძლიათ შესაბამის ორგანოს მიმართონ განცხადებით „მოქალაქის დახმარების“ მიღების თაობაზე.

კანონით განსაზღვრული წესების თანახმად, იტალიის მოქალაქეები სახელმწიფოსგან მიიღებენ 500 ევროს თვეში (თუ სხვა არანაირი შემოსავალი არ აქვთ) და დამატებით 280 ევროს საცხოვრებლის დაქირავებისთვის (თუ საკუთარი ჭერი არ გააჩნიათ).

დღეს საინფორმაციო სააგენტო Ansa-მ გამოაქვეყნა ვიდეო, თუ რა ხდება ქალაქ ბარის შესაბამის სამსახურში, სადაც „მოქალაქის დახმარების“ მსურველი საკმაოდ ბევრი ადამიანი მივიდა.

შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close