რას არ გაიგებ/ფაქტებისხვა

ათასწლოვანი ზეთისხილის ხე კუნძულ კრეტაზე

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ხარობს ხე, რომლის ზუსტი ასაკი უცნობია, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის უძველესი ზეთისხილის ხეა, რომელიც ნაყოფს დღემდე ისხამს.

კუნძულ კრეტაზე, ხანიის ოლქში, სოფელში, რომელსაც ანო ვუვეს (Άνω Βούβες) ეწოდება, დღემდე ხარობს ზეთისხილის ხე, რომლის ზუსტი ასაკის დადგენა თანამედროვე ტექნოლოგიით, რადიოაქტიური იზოტოპების მეთოდის გამოყენებითაც კი ვერ ხერხდება. ის კი დანამდვილებით ცნობილია, რომ ხე მინიმუმ 2500 და მაქსიმუმ 5000 წლისაა. მისმა მესაკუთრემ, პანაიოტის კარაპატაკიმ ხე ადგილობრივ თვითმმართველობას გადასცა და ახლა ის ბუნების ძეგლის სტატუსს ატარებს. მის სანახავად კრეტაზე ყოველწლიურად ათასობით ტურისტი ჩადის.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ხის ტოტებით გაკეთებული გვირგვინი ხვდა წილად ათენის 2004 წლის ოლიმპიადის მარათონის გამარჯვებულს.

იხილეთ ვიდეო:

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close