სექსუალური თავსებადობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ინტიმური ცხოვრება ადამიანთა ურთიერთობების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, ამიტომ სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოთ პარტნიორის თუ მეორე ნახევრის შერჩევას და ვარსკვლავების „აზრიც“ გაითვალისწინოთ. გთავაზობთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით თავსებადობის აღწერილობას, რაც დაგეხმარებათ, თავად განსაზღვროთ პარტნიორთან თქვენი კავშირის ჰარმონიულობის ხარისხი.
ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)

ვერძი ძალიან ვნებიანი, შეუპოვარი და ენერგიული საყვარელია. საწოლში ის შეიძლება საკმაოდ ეგოისტურად მოიქცეს, თუმცა ამას ისე აკეთებს, რომ საკუთარ თავსაც მიანიჭოს სიამოვნება და პარტნიორსაც. როგორც წესი, ვერძებს პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები არ აწუხებთ – მათი სექსუალური ენერგიისა და ძალის ბევრს შეშურდება.

ყველაზე შესაფერისი პარტნიორები

30 წლამდე, ვერძისთვის ყველაზე შესაფერისი პარტნიორები არიან ლომისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს წარმომადგენლები. სამივე მათგანი ცეცხლოვან ნიშანს განეკუთვნება და ამ ასაკამდე ისინი ერთობ დაუდგრომელნი არიან, შემდეგ კი ვერძი თანდათან ღვინდება და უფრო თვინიერი, ნაკლებად მგზნებარე და უფრო მეტად პრაქტიკული ხდება. ამ დროს ისინი კარგად ეთავსებიან კუროსა და ქალწულის ნიშნებს. მიწის სტიქიის ეს ორი წარმომადგენელი მეტად პრაქტიკულია, რაც ვერძს ასე არ ჰყოფნის წარმატებისთვის. 29 წლის შემდეგ ვერძები ნაკლებად ეგოცენტრისტულები ხდებიან, მეტი ყურადღება გადააქვთ სიყვარულსა და სექსზე და თავიანთი ენერგიის უფრო სოლიდური ფასეულობების შეძენაზე მიმართვაზეიწყებენ ზრუნვას.

 

კურო (21 აპრილი – 21 მაისი)

კუროს უყვარს და აფასებს ყველანაირ ხორციელ სიამოვნებას, იქნება ეს გემრიელი კერძი, ტკბილი ძილი თუ კარგი სექსი. საწოლში, ისევე როგორც ცხოვრებაში, მისთვის დამახასიათებელია ფუნდამენტურობა: მას მეტისმეტად ტემპერამენტიან საყვარლად არ მოიხსენიებენ, სამაგიეროდ ზუსტად იცის, როგორ მიიღოს სიამოვნება თავად და როგორ მიანიჭოს ის პარტნიორს. მისი ალერსი არ ჰგავს მგზნებარე შეტევას, არამედ უფრო ხანგრძლივ სასიყვარულო მარათონს. მას არსად ეჩქარება, მათ შორის, საწოლშიც: ის ყურადღებიანი და ჯიუტია, იცის, თავის პარტნიორში ვნებათა ქარიშხალი როგორ აღძრას, და შემართულია იმისთვის, რომ ამისგან სრული სიამოვნება მიიღოს.

ყველაზე შესაფერისი პარტნიორები

იქამდე, სანამ კუროს 30 წელი შეუსრულდება, მისთვის ყველაზე შესაფერისი პარტნიორები გახდებიან თხის რქისა და ქალწულის ნიშნების წარმომადგენლები. ამ სამიდან არცერთი არ დაიწყებს წარმავალი სიამის ძებას, მათ სექსუალურობის ფონზე შესაძლებელია მყარი ოჯახიც შექმნან. თუ კურო ქალწულს აირჩევს, უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ლამაზია, მაგრამ ცივი, ხოლო თუ თხის რქას – ის კარგი პარტნიორი და მეუღლე იქნება, თუმცა მოგვიანებით ვერ შეძლებს სექსუალურად მის დაკმაყოფიელებას.

30 წლის შემდეგ კუროები სულიერ ზრდას იწყებენ და შეძლებენ შესაფერისი პარტნიორის ტყუპისა და ვერძის ზოდიაქოს წარმომადგენელთა შორის მოძებნას. ტყუპი მისი ინტელექტის გაზრდას შეუწყობს ხელს, ვერძი – მისი მგზნებარებისა და ენერგიის: ვერძი და ტყუპები საკმაოდ ინტელექტუალურ ნიშნებს განეკუთვნებიან და ისევე, როგორც კუროს, მათ მაინცდამაინც არ ახასიათებთ მაღლა ღრუბლებში ფრენა. ხანდახან სასურველია, რომ მიწაზე დაეშვას, რათა შეძლოს კარგად შეიცნოს თავისი ცხოვრება და შემდგომში თავისი მომავალი შეცვალოს.

40 წლის შემდეგ, როცა კურო უკვე მოიპოვებს იმ კეთილდღეობას, რომელსაც დიდხანს ელოდა, ის მზად იქნება უფრო ღრმა, იდეალისტური, სულიერი ურთიერთობებისთვის. ამ დროს ის შეიძლება თავსებადი იყოს მორიელთან.

 

ტყუპი (22 მაისი – 21 ივნისი)

ტყუპებს არ უყვარს რუტინა და აღმერთებენ ყველაფერ ახალს. ეს სრულად ეხება მათ მოქმედებას ინტიმურ სფეროშიც. ცხოვრებაში მათ შეიძლება ჰქონდეთ მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი ურთიერთობები, მათ შორის, ჰქონდეთ ურთიერთობები ერთი ღამითაც კი. ამასთან, ხანდახან ერთდროულად ორი რომანის გაჩაღებაც კი გამოსდით.

ისინი ძალიან დიდი სექსუალურობით არ გამოირჩევიან, თუმცა პარტნიორს არ მოაწყენენ: საწოლში ტყუპებს უყვართ ექსპერიმენტების ჩატარება. არცთუ იშვიათად მათი სამაგიდო წიგნი გარკვეული დროით შეიძლება გახდეს კამასუტრა – იმ დრომდე მაინც, სანამ ისინი თითქმის ყველაფერს არ გამოსცდიან. სხვათა შორის, სასიყვარულო ურთიერთობებშიც და ქორწინებაშიც ტყუპები, პირველ რიგში, პარტნიორში ეძებენ არა სექსუალურ, არამედ ინტელექტუალურ თავსებადობას.

ყველაზე შესაფერისი პარტნიორები

ტყუპები მეტისმეტად მგრძნობიარენი არიან გარემოს ზემოქმედების მიმართ, რის გამოც მათ შეუძლიათ კარგი ურთიერთობა ააწყონ ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანთან. შესაბამისად, ბევრი ტყუპი ხშირად ახერხებს ყველა მათგანის საძინებლის სტუმარი გახდეს, თუმცა, ზოგადად, 30 წლამდე საუკეთესო პარტნიორები ტყუპებმა უნდა ეძიონ სასწორებსა და მერწყულებს შორის. სამივე მათგანი ჰაერის ნიშანია და ამ ასაკამდე ისინი საკმაოდ ლაღები, ლიბერალები, ცვალებადები და ზედაპირულები არიან.

30 წლის შემდეგ, ტყუპები ღვინდებიან (თუმცა, უფრო ნელა, ვიდრე სხვა ნიშნები), შეიცნობენ თავის ნამდვილ ხასიათს, რომელიც ნაკლებად შფოთიანი ხდება. მაშინ ისინი ხშირად ეთავსებიან კუროს და ვერძის ნიშნებს: კუროს ის სთავაზობს სტაბილურობასა და მეგობრულ ურთიერთობებს, ხოლო ვერძს – აღგზნებასა და „მე“-ს კარგ მოდელს. 40 წლის შემდეგ  ტყუპები უკვე საბოლოოდ უნდა დაღვინდნენ და ინტელექტუალური განვითარებისა და თვითფლობის მწვერვალს მიაღწიონ. ამ დროს ისინი თავსებადები გახდებიან მშვილდოსანთან – გონებრივ ნიშანთან.

 

კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)

ინტიმურ სფეროში კირჩხიბს მეტისმეტად ტემპერამენტიან ან ნოვატორ საყვარელს ვერ ვუწოდებთ, თუმცა ის კარგად გრძნობს თავისი პარტნიორის სურვილებს და შეუძლია მათი წინასწარ გამოცნობა. საწოლში არის ალერსიანი და ტაქტიანია და მზადაა, ყველა ღონე იხმაროს საყვარელი ადამიანისთვის სიამოვნების მისანიჭებლად. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კირჩხიბი ესთეტია და ფუფუნებისკენაა მიდრეკილი. სიყვარულში მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია შიდა ანტურაჟი, დაწყებული მოხერხებული ავეჯიდან და დამთავრებული შესაფერისი მუსიკით. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ის გემოვნებით მოაწყობს თავის სიყვარულის ბუდეს და იქ შექმნის კომფორტულ ინტიმურ გარემოს.

ყველაზე შესაფერისი პარტნიორები

30 წლამდე კირჩხიბმა საუკეთესო პარტნიორები უნდა ეძებოს მორიელისა და თევზების ნიშნების წარმომადგენელთა შორის. სამივე მათგანი წყლის სტიქიას განეკუთვნება და ამიტომ ისწრაფვიან ახლო, ვნებიანი და ღრმა ემოციური კავშირების დამყარებისკენ. 30 წლის შემდეგ კირჩხიბი დაღვინებას იწყებს, აცნობიერებს საკუთარ ნამდვილ პიროვნებას და სულ უფრო მეტად ლიბერალი ხდება. სწორედ ამ ასაკში მისთვის წარმატებულია ურთიერთობა ტყუპებთან და ქალწულებთან.

40 წლის შემდეგ კირჩხიბები სრულად ვითარდებიან და თვითკონტროლის უნარს იძენენ. ამ დროს ისინი თავსებადები ხდებიან თხის რქასთან (მაღალორგანიზებულ, ნაწილობრივ გონებრივ ნიშანთან, რომელიც ყოველთვის მზადაა, გააერთიანოს თავისი მიზნები და სიძლიერე იმ დროისთვის უკვე დაღვინებულ კირჩხიბთან ერთად).

 

ლომი (23 ივლისი – 23 აგვისტო)

ლომს თავის გამოჩენა უყვარს ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის, საწოლშიც. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ მან ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი იცის ცდუნების ხელოვნების შესახებ. მის საძინებელ ოთახში, დიდი ალბათობით, დგას მდიდრული საწოლი, ხოლო განათება გულდასმითაა მოფიქრებული. შეიძლება ლომს მეტისმეტად ტემპერამენტიანი ან გამომგონებელი საყვარელი ვერ ვუწოდოთ, მაგრამ ის ყველაფერს შეეცდება იმისათვის, რომ სწორედ ასეთად გამოიყურებოდეს. ყოველ შემთხვევაში, ლომის სექსუალურ არსენალში ნებისმიერ დროს შეხვდებით რამდენიმე ეფექტიან ილეთს, რომლებითაც ის პარტნიორის სასიამოვნოდ გაკვირვებას მოახერხებს.

ყველაზე შესაფერისი პარტნიორები

30 წლამდე ლომმა საუკეთესო პარტნიორი უნდა ეძებოს ვერძებსა და მშვილდოსნებს შორის. სამივე მათგანი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია; ამ ასაკში თითოეული მათგანი ძალიან დამოუკიდებელია და ობიექტურად და უანგაროდ მოქმედებს. 30 წლის შემდეგ ლომები უფრო დინჯ ცხოვრებას იწყებენ, ურთიერთობაში უფრო ლმობიერნი და უფრო მეტად პრაქტიკულები ხდებიან. ამ დროს ისინი თავსებადნი არიან თხის რქის ნიშანთან, რომელსაც ხელმწიფის ნიღაბქვეშ ასევე შეუძლია ლომის გვერდით ტახტზე ადგილი დაიკავოს.

40 წლის შემდეგ ლომები სულიერად უკვე განვითარებულები არიან, ხდებიან ნაკლებად მედიდურები, ეგოცენტრულები და თავიანთი ინტელექტუალური განვითარების ზენიტს აღწევენ. ამ პერიოდში ისინი ყველაზე მეტად ეწყობიან სასწორებსა და მორიელს. სასწორისა და ლომის ტანდემი კარგად ცნობილი ასტროლოგიური დუეტია.

 

ქალწული (24 აგვისტო – 22 სექტემბერი)

როგორც წესი, ქალწულები ხანმოკლე რომანებისთვის დროს არ კარგავენ – ისინი ისწრაფვიან, შეხვდნენ თავის ნამდვილ სიყვარულს, რომლის ძიებაშიც შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში შეიკავონ თავი, ასე რომ, მის მკლავებში აღმოჩენის შანსი მხოლოდ რჩეულებს აქვთ. საწოლში ის დიდი მგზნებარებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა მის გარეგნულ სინატიფეს ან აუმღვრეველ შინაგან სიწმინდეს იმაზე არანაკლებ ძალუძს პარტნიორის აღგზნება, ვიდრე ყველაზე გამოცდილი მაცდურების უნარებს.

ყველაზე შესაფერისი პარტნიორები

30 წლამდე ქალწულისთვის ყველაზე შესაფერისი პარტნიორები არიან კურო და თხის რქა. სამივე მათგანი მიწის სტიქიის წარმომადგნელია და 30 წლამდე ისინი პასიურები არიან, მათი კავშირები შემთხვევითია და გრძნობებით სავსე, ურთიერთობები – სტაბილური და მჭიდრო. კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ნერვიულ ქალწულებს ცოტაოდენ სიმსუბუქეს ანიჭებენ, მაშინ როცა მაღალორგანიზებულ თხის რქებს შეუძლიათ დასახმარებლად პრაქტიკულად მოაზროვნე ქალწულებს მიმართონ.

30 წლის შემდეგ ქალწულები ხვდებიან ცხოვრებისადმი საკუთარი დამოკიდებულების მთელ აბსურდულობას და სიმკაცრეს არბილებენ, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკვე საკმარისი ცოდნა და პროფესიული მუშაობის გამოცდილება დააგროვეს. ამ დროს ისინი კარგად ეწყობიან მორიელსა და ლომს. ორივე მათგანი აფასებს ქალწულის ინტელექტს და უარს არ ამბობენ, თავისზე უფრო სუსტი ქალწულის ნიშნის წარმომადგენელს, რომელიც მუშაობის მიმართ სიყვარულის გამო უარს ამბობს ცხოვრების სიამეებით ტკბობაზე, ცოტაოდენი საკუთარი ძალა გადასცენ. 40 წლის შემდეგ ქალწულები სულიერად უკვე ჩამოყალიბებულები არიან და შეუძლიათ კარგად შეეწყონ მშვილდოსნებს – მენტალურ, იდეალისტურ ნიშანს, რომელიც ქალწულის ყველა ღირსებას ფლობს, თუმცა მათთვის დამახასიათებელი თვითშეზღუდვებისკენ მიდრეკილების ტენდენციის გარეშე.

 

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

სასწორი ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე რომანტიკულია, რაც ვლინდება როგორც იმაში, თუ როგორ მზრუნველობას იჩენს პარტნიორის მიმართ, აგრეთვე იმაშიც, თუ როგორ იქცევა საწოლში. მთრლი მათთვის დამახასიათებელი იდუმალი იერით მათ შეუძლიათ სუნთქვისშემკვრელი ფლირტის ატმოსფერო შექმნან. და თუმცა სასწორები არ ფლობენ ვნებიან ტემპერამენტს, მათთან სასიყვარული კავშირი აღსავსეა მოულოდნელობებით და გრძნობათა ფართო სპექტრით არის გაჯერებული. ხშირად სასწორების სიყვარული მშვენიერებისადმი იმაში ვლინდება, რომ ისინი საწინააღმდეგო სქესის მიმართ ინტერესს ღრმა მოხუცებულობამდე არ კარგავენ.

ყველაზე შესაფერისი პარტნიორები

30 წლამდე სასწორები სექსუალურად კარგად ეთავსებიან ტყუპებსა და მერწყულებს – სამივე მათგანი ჰაერის სტიქიას წარმოადგენს და 29 წლამდე მათი ინტელექტუალური, საზოგადოებრივი და ინტიმური კავშირები არამყარი და ცვალებადია. 30 წლის შემდეგ ისინი მწიფდებიან და უფრო პრაქტიკულები ხდებიან. ცხოვრების ამ ეტაპზე ტყუპები თავსებადები არიან მორიელთან და ვერძთან, რადგან ეს ორივე ნიშანი, რომელსაც მარსი მართავს, უაღრესად პატივმოყვარეა, თუმცა ზოგჯერ ცოტა უხეშია სასწორთან ურთიერთობაში.

40 წლის შემდეგ სასწორები უკვე განვითარებულები არიან და მოპოვებული აქვთ კონტროლი საკუთარ ინტელექტუალურ „მე“-ზე. ამ ეტაპზე ისინი ხშირად კარგად ეწყობიან თევზისა და მშვილდოსნის ნიშნებს, მათი იდეალიზმიდან და რომანტიზმიდან გამომდინარე.

 

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

მორიელი ერთ-ერთი ყველაზე ვნებიანია ზოდიაქოს ნიშანთა შორის. მას ხიბლავს ყველა ხორციელი სიამოვნება, პირველ რიგში კი, ფიზიკური სიყვარული. მისი პარტნიორის მხოლოდ შეიძლება შეგშურდეთ: საწოლში მორიელი დაუღალავია, გამომგონებელი, ალერსიანი, შეუპოვარი და მგზნებარე.

ყველაზე შესაფერისი პარტნიორები

30 წლამდე მორიელის საუკეთესო პარტნიორები არიან კირჩხიბი და თევზები. სამივე მათგანი წყლის სტიქიის წარმომადგენელია, რომლებიც ამ ასაკში ზედმეტად ემოციურები არიან, აგრეთვე, მორიელი კარგად ეთავსება თხის რქასა და ქალწულს.

30 წლის შემდეგ ის, როგორც წესი, იწყებს დაღვინებას და საკუთარი ნამდვილი „მე“-ს გაცნობიერებას, რომელიც თანდათან ერთობ აგრესიული და მბრძანებლური ხდება. ამ პერიოდში მორიელი კარგად ეწყობა კუროსა და სასწორს, რომელთაც ვენერა მართავს. ამ ნიშნებს მოთმინებისა და მორიელის მბრძანებლური ხასიათის ატანის უნარი აქვთ. 40 წლის შემდეგ მორიელი უკვე მთლიანად არის ჩამოყალიბებული, როგორც პიროვნება და საკუთარი ინტელექტუალური „მე“-ს სრულად კონტროლი შეუძლია. ამ დროს ის ხშირად თავსებადია მშვილდოსანთან და მერწყულთან.

 

მშვილდოსანი  (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

საწოლში მშვილდოსანს ცოტა ვინმე თუ შეედრება. ის ძლიერია, დაუღალავი, უყვარს ექსპერიმენტები, ხოლო მისი უდარდელი და კარგი განწყობა მასთან ინტიმურ კავშირს საოცრად ლაღს ხდის. სარეცელზე მას შეუძლია გამართოს მხიარული ბრძოლა ბალიშებით ან ზეწარი შემოიხვიოს და რომაელი იმპერატორის როლი გაითამაშოს. მასთან ერთად დროის გატარება ერთი სიამოვნებაა, ამასთან, არაპროგნოზირებადიც და, ამდენად, სახიფათოც: ძალიან ადვილია, მისი სექსუალური ხიბლის ტყვე გახდეთ და მეტისმეტად ძნელია, დაარწმუნოთ იგი, რომ თქვენთან დიდხანს დარჩეს.

ყველაზე შესაფერისი პარტნიორები

30 წლამდე მშვილდოსანმა საუკეთესო პარტნიორები ლომის და ვერძის ზოდიაქოს ნიშნებს შორის უნდა ეძებოს. სამივე მათგანი ცეცხლის სტიქიას განეკუთვნება და 30 წლამდე მათი ურთიერთობები არც იმდენად მჭიდროა, როგორც, მაგალითად, წყლის სტიქიის ნიშნებს შორის. ამ ჯგუფის შიგნით არსებული ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი საკვანძო სიტყვაა დამოუკიდებლობა. სიყმაწვილეში მშვილდოსნებს კარგი პარტნიორის პოვნა შეუძლიათ კუროს ან თევზის ზოდიაქოს წარმომადგენლებს შორის. 30 წლის შემდეგ, მშვილდოსნები სიმწიფეში შედიან და საკუთარ ნამდვილ პიროვნებას აცნობიერებენ, რომელიც თანდათან ზედმეტად მშფოთვარე ხდება. ამ დროს ისინი ხშირად თავსებადები ხდებიან მერკურის მიერ მართულ ორ ნიშანთან – ქალწულთან და ტყუპებთან. ორივე მათგანი მაღალ ინტელექტს ფლობს, რაც მშვილოსნებს ეგზომ ხიბლავთ.

40 წლის შემდეგ მშვილდოსანი უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებაა, რომელსაც შეძენილი აქვს თვითკონტროლის და საკუთარ თავში ჩახედვის უნარი. ამ დროს იგი ძალიან აგრესიული, მბრძანებლური და, ამას გარდა, დამოუკიდებელი ხდება და კარგად ეწყობა კუროსა და სასწორს – ამ ორივე ნიშანს მბრძანებლურ ადამიანებთან შეგუების პრობლემა არ აქვს.

 

თხის რქა (22 დეკემბერი – 20 იანვარი)

სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით, როცა აღმოაჩენთ, რომ თხის რქის უშფოთველი და მკაცრი გარეგნობის მიღმა მგრძნობიარე, ხანდახან სენტიმენტალური ადამიანი იმალება, რომელიც ინტიმური სიახლოვის წუთებში სრულად ავლენს საკუთარ ნამდვილ ბუნებას. თხის რქას არ ახასიათებს მხურვალე ტემპერამენტი, თუმცა შეუპოვრობისა და საკუთარი თავის მიმართ რწმენის უნაზეს გრძნობათა გამოვლინებასთან შერწყმას შეუძლია მისი პარტნიორი ნეტარების მწვერვალებს აზიაროს. საწოლში თხის რქას არ უყვარს სექსუალური ექსპერიმენტები, უპირატესობას ანიჭებს ნაცად მეთოდებს, სამაგიეროდ საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი ეს მეთოდები მოლოდინს ყოველთვის ამართლებს.

ყველაზე შესაფერისი პარტნიორები

30 წლამდე თხის რქამ ყველაზე შესაფერისი პარტნიორები უნდა ეძებოს კუროს და ქალწულის ნიშნებს შორის. სამივე მათგანი მიწის სტიქიას წარმოადგენს. მათ შორის ურთიერთობები ძალდაუტანებელი და ცოტა პასიურია, თუმცა, როგორც წესი, სტაბილური.

30 წლის შემდეგ თხის რქა მისთვის დამახასიათებელ თავშეკავების უნარს კარგავს და ნაკლებად მკაცრი ხდება. ამ დროს ის ხშირად ეთავსება მერწყულსა და მორიელს. მერწყული მას კეთილშობილებას, ცხოვრების უფრო ჰუმანურად აღქმას ასწავლის, თუმცა თხის რქის საუკეთესო არჩევანი მაინც მორიელია, რადგან ის ჭკვიანი და უფრო ეშმაკია, რაც საქმიანი თხის რქების აღფრთოვანებას იწვევს. 40 წლის შემდეგ თხის რქა, როგორც წესი, თავის მიზნებს და გონებრივი განვითარების ზენიტს აღწევს. ამ პერიოდში იგი სექსუალურად შეიძლება თევზებს კარგად შეეთავსოს.

 

მერწყული (21 იანვარი – 19 თებერვალი)

მერწყულის სექსუალურობა მეტისმეტად თავისებურია: პირველ რიგში, ეს დაკავშირებულია მის არასტანდარტულ მსოფლხედვასთან. სასიყვარულო პრელუდიის სახით, მერწყულს შეუძლია პარტნიორს გაუზიაროს თავისი ფართო ერუდიცია სექსის შესახებ, თავისი ეროტიკული ფანტაზიები და თავგადასავლებიც კი. ის პარტნიორს მოუყვება აფრიკული ტომების წარმომადგენელთა ან შორეული პლანეტის მცხოვრებთა სექსუალური თავისებურებების შესახებ. ეს ყველაფერი თავად მასაც და მის პარტნიორსაც კაშკაშა ფანტაზიების სამყაროს აზიარებს. და თუმცა საწოლში მერწყული განსაკუთრებული ტემპერამენტითა და გამომგონებლობით არ გამოირჩევა, მასთან სექსი შეიძლება ისეთივე არაპროგნოზირებადი და მრავალფეროვანი იყოს, როგორც მისი ფანტასმაგორიული ოცნებები.

ყველაზე შესაფერისი პარტნიორები

30 წლამდე მერწყულმა შესაფერისი პარტნიორები ტყუპებსა და სასწორთა შორის უნდა ეძებოს. სამივე მათგანი ჰაერის ნიშნის წარმომადგენელია, მათი ურთიერთობები – არამყარი და ცვალებადია. ტყუპები პარტნიორს ინტელექტუალურ სტიმულაციას, მხიარულ თანამეინახობას, სასწორები კი – წონასწორობასა და ჰარმონიას სთავაზობენ. 30 წლის შემდეგ მერწყული უფრო მეტად ინტერესდება პრაქტიკული მიწიერი ცხოვრებით და მაშინ ის ხშირად ქალწულთან და ვერძთან არის თავსებადი. ქალწულთა მახვილი გონება და მისი დაუღალავი შრომისუნარიანობა შეიძლება დაეხმაროს მერწყულს, ეზიაროს ცხოვრების პრაქტიკულ მხარეს. ვერძი კი მერწყულს სთავაზობს ამბიციას და მისთვის საკუთარი „მე“-ს საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.

40 წლის შემდეგ მერწყული პირად ცხოვრებასა და სამუშაოში დადებით გეზს იღებს და მზადაა მაღალ საზოგადოებაში შეაბიჯოს. ამ დროს ის ძალიან კარგად ეწყობა თავის საწინააღმდეგო ნიშანს – ლომს, რომელსაც უკვე დაწყებული აქვს ამ მიმართულებით სვლა. თუ მერწყულის ლომთან ადრინდელი კავშირები წარუმატებელი იყო, ახლა უკვე დაღვინებულ მერწულს შეუძლია ხელახლა სცადოს ბედი, რადგან ამ დროისთვის მან მეტი დიპლომატიურობა შეიძინა და იცის, რას შეიძლება ელოდოს და არ ელოდოს ლომისგან.

 

თევზები (20 თებერვალი – 20 მარტი)

თევზები განსაკუთრებულ ეროტიკულ შარმს ფლობენ, რაც მათ მეტისმეტად მგრძნობიარე და დაუცველ ბუნებაში ვლინდება. ეს განსაკუთრებით ქალებს ეხებათ, თუმცა ეს თვისება მამაკაცებშიც შეიძლება საკმაოდ მკაფიოდ ვლინდებოდეს. საწოლში თევზები ძალზე მგრძნობიარენი და ალერსიანები არიან, რაც მათთან სასიყვარულო კავშირს დაუვიწყარს ხდის.

ყველაზე შესაფერისი პარტნიორები

30 წლამდე თევზებმა ყველაზე შესაფერისი პარტნიორები უნდა ეძებონ კირჩხიბებსა და მორიელებს შორის. სამივე მათგანი წყლის სტიქიის წარმომადგენელია და 30 წლამდე მათი ურთიერთობები ძალიან მჭიდრო, ემოციური, ვნებიანი და, ხშირად, ბობოქარია. ახალგაზრდობაში თევზები მორიელის ნიშნის მბრძანებლურ პიროვნებებს და ბავშვურად არაპრაქტიკულ კირჩხიბებს იზიდავენ. 30 წლის შემდეგ თევზებს შეუძლიათ კარგად შეეწყონ სასწორებს, რომლებიც მათ მშვიდი გრაციოზულობითა და წონასწორობის შეგრძნებით ხიბლავენ. დაღვინებულ თევზებს იზიდავთ მერწყულები, რომლებიც მათი ურთიერთობების სამყაროს აფართოებენ და ეხმარებიან მათი ზეემოციურობის დაბალანსებაში.

40 წლის შემდეგ თევზებს უკვე აქვთ მოპოვებული მყარი სტაბილურობა და  თავიანთ საუკეთესო პარტნიორსა და მეგობართან, საპირისპირო ზოდიაქოს ნიშანთან – ქალწულთან ახლოს მიდიან. ორივე ნიშანს ერთნაირი გაქანება აქვს განსხვავებული ასტროლოგიური ნიშნის ქვეშ. ერთად ყოფნისას ისინი ერთმანეთს აწონასწორებენ. ორივე ამ ნიშანს სექსის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება ახასიათებს.

თამთა გურული

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ

იმავე თემაზე: ზოდიაქოს ნიშნები და სექსი

მსგავს თემაზე: ვისთვის იქნება მაისი საუკეთესო თვე – ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

კომენტარები