ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები და სექსი

ამერიკისა და ევროპის რამდენიმე ქვეყნაში 5 წლის განმავლობაში უდიდესი სტატისტიკური გამოკითხვა ჩატარდა, რომლის მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ ზოდიაქოს რომელი ნიშანი როგორ აღიქვამს სექსს, რა დამოკიდებულება აქვს მის მიმართ და რამდენად აქტიურია მისი სექსუალური ცხოვრება. ფსიქოლოგებისა და ასტროლოგების ხანგრძლივი ერთობლივი მუშაობის შედეგად მოპოვებულმა ინფორმაციამ მოსალოდნელს გადააჭარბა, მაგრამ, მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და კვლევის შედეგებს თანმიმდევრულად გავეცნოთ.

 

ვერძი 

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალებიცა და მამაკაცებიც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ პარტნიორის გარეგნობას. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამაზეა დამოკიდებული მათი სექსუალური აქტიურობა. თუმცა უფრო ხშირად მამაკაცი-ვერძები „წუნიაობენ“ და შედეგად მარტოხელა ცხოვრებას ეწევიან. შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, რომ ქალი-ვერძები მამაკაც-ვერძებზე გაცილებით ბედნიერად გრძნობენ თავს, მით უმეტეს, რომ ისინი მათივე ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული მამაკაცებისგან განსხვავებით საწოლში ყველაფერს აკეთებენ, რაც სურთ. მიუხედავად ამისა, სწორედ მამაკაცი-ვერძები აცხადებენ, რომ სექსი „ნამდვილი ჯადოქრობაა“.

 

კურო

პრაქტიკულად, კუროები (ქალებიცა და მამაკაცებიც) სექსის დროს არასოდეს იზღუდებიან და საწოლში ყველაფერი დასაშვებად მიაჩნიათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ძალზე კრიტიკულად აფასებენ პარტნიორის ფიზიკურ მონაცემებს. მამაკაცი-კუროები ორჯერ უფრო ხშირად ტკბებიან სექსით, ვიდრე ამავე ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები. ძლიერი სქესის წარმომადგენლები საყვარლების დიდი რაოდენობითაც გამოირჩევიან.

 

ტყუპი

ტყუპის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალებიცა და მამაკაცებიც ექსპერიმენტების მოყვარულები არიან, თუმცა ბევრი მათგანი თვლის, რომ კაცობრიობამ სექსის მნიშვნელობა გააზვიადა. ისინი „სრულყოფილ სამყაროზე“ ოცნებობენ, რომელშიც მათ გამარტივებული სექსი ექნებათ. დიახ, ტყუპის ნიშნის წარმომადგენლებს სურთ ორგაზმის მიღწევას წინ დიდი ენერგიის ხარჯვა არ უსწრებდეს. მათთვის სექსი საკმაოდ შრომატევადი საქმეა.

სხვათა შორის, მამაკაცი-ტყუპის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან შედარებით, გაცილებით უფრო ხშირად რჩება პირველი სიყვარულის ერთგული.

 

კირჩხიბი

მამაკაცი-კირჩხიბი საკმაოდ ხშირი სექსუალური ურთიერთობებით გამოირჩევა. იგი თითქმის ყოველთვის ღალატობს მუდმივ პარტნიორს და, უმეტესად, ერთდროულად რამდენიმე საყვარელი ჰყავს. ამ მხრივ, ქალი-კირჩხიბი გაცილებით თავშეკავებული და პასიურია. გათხოვილი ქალი-კირჩხიბისათვის წარმოუდგენელია მეუღლის ღალატი. რაც შეეხება სექსს, ისინი თვლიან, რომ ამ შემთხვევაში მთავარი ხარისხია და არა სიხშირე. ქალი-კირჩხიბი ყოველთვის უფრო მომთხოვნია პარტნიორის მიმართ, ვიდრე ამავე ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი, ისინი ვერ იტანენ სექსს გრძნობისა და სიყვარულის გარეშე.

 

ლომი

საქმე მხოლოდ მამაკაცებს რომ ეხებოდეთ, მათ ნამდვილ დონ-ჟუანებს ვუწოდებდით, მაგრამ ფაქტია, რომ ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალებიც მსგავსი დაუცხრომელი ტემპერამენტით გამოირჩევიან. ორივე სქესის წარმომადგენლები ძალიან ამაყობენ თავიანთი დახვეწილი სექსით, გამორჩეული სექსუალურობით და არავითარ შემთხვევაში არ მიაჩნიათ, რომ ცხოვრებისეულ „ფასეულობებს“ შორის სექსი შეიძლება სხვა რამეს უთმობდეს პირველ ადგილს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალებისა და მამაკაცებისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორის აზრი, მათ მარტო თავიანთი სიამოვნება არ აინტერესებთ – სურთ, რომ პარტნიორიც იმავეს გრძნობდეს, რასაც თავად განიცდიან.

 

ქალწული

ქალწულის ნიშნის ქვეს დაბადებულმა ქალებმა და მამაკაცებმა ყველაზე თავშეკავებული და დაკვირვებული სექსუალური პარტნიორების რეპუტაცია დაიმსახურეს, თუმცა ამ რკინის ფასადის მიღმა მოლოდინით აღსავსე არსება იმალება, რომელიც მოუთმენლად ელის, როდის გამოჩნდება პიროვნება, ვნების ალში რომ გაახვევს მას. დიახ, ისინი თავიანთ სულსა და სხეულს მხოლოდ მას უძღვნიან, ვინც დაამტკიცებს, რომ ამის ღირსია.

სხვათა შორის, აღნიშნულმა გამოკითხვამ სრულიად გააქარწყლა მოსაზრება, რომ ქალწულის ნიშნის წარმომადგენლები (ქალებიცა და მამაკაცებიც) შედარებით ნაკლებად სექსუალურები არიან, ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნის ქვეშ დაბადებულები.

 

სასწორი

სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცთა უმრავლესობა ოცნებობს ფლობდეს ბევრ ფულს და ბევრ ქალს. პარტნიორის მიმართ მათი (ორივე სქესის წარმომადგენელთა) კრიტიკულობა საკმაოდ მაღალია. ამასთან, ისინი ფიქრობენ, რომ სექსისგან გაცილებით მეტის მიღება შეიძლება და ამის გამო ძალიან ხშირად უკმაყოფილონი არიან თავინთი სექსუალური ცხოვრებით.

 

ღრიანკალი

ზოდიაქოს ეს ნიშანი თავად ვარსკვლავებმა დააჯილდოეს განუმეორებელი სექსუალურობით. მათთვის ფიზიკური სიყვარული რაღაც უფრო მეტია, ვიდრე დანარჩენი ნიშნებისათვის. სექსუალური გამარჯვებები ცხოვრებისეული გამარჯვებების ტოლფასია. აქვთ საოცარი ეროტიკული ფანტაზიები და ყველა ნიშანზე მეტად აფასებენ სექსს. ალბათ ამიტომაცაა, რომ ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენლებზე უფრო ხშირად ეძლევიან ხორციელ ტკბობას.

 

მშვილდოსანი

ქალი-მშვილდოსანი ძალზე გაწონასწორებულ სექსუალურ ცხოვრებას ეწევა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ფრიგიდულია, უბრალოდ, მიაჩნია, რომ ზომიერების დაცვა ყველაფერში საჭიროა. მათგან დიდად არც მამაკაცი-მშვილდოსნები გამოირჩევიან. ისინი ცდილობენ, არც ზედმეტად აქტიურები იყვნენ, მაგრამ არც პასიურობა დასწამოს პარტნიორმა. სხვათა შორის, ეს ნიშანი ყველზე მეტად შეეფერება ოჯახურ პირობებს. გარდა ამისა, სექსუალური თვალსაზრისით, ამ ნიშნის წარმომადგენლები ზოდიაქოს ნიშანთა შორის ყველაზე თვითკრიტიკულები არიან.

 

თხის რქა

თხის რქის ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცთა სექსუალურობა ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალებისა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სტატისტიკური გამოკითხვისას, სწორედ თხის რქა- ქალების უდიდესმა ნაწილმა აღიარა, რომ სექსში ყველაფერი ნებადართულია და ისინიც ისე იქცევიან, როგორც სურთ. ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან შედარებით თხის რქის წარმომადგენლებში ყველაზე იშვიათად ვხვდებით ე. წ. სექსუალურ უმცირესობას, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის ფული და კარიერა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სექსი.

 

მერწყული

მერწყულები ყველაზე რთული და მომთხოვნი საყვარლები აღმოჩნდნენ, ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენლები. ისინი თავგადასავლებისა და უდიდესი ექსტაზისაკენ მიისწრაფვიან და მუდამ მზად არიან, დაუფიქრებლად გადაეშვან სიყვარულის მორევში, თუმცა მის მიმართ სწრაფადვე კარგავენ ინტერესს, თუ იქ ერთფეროვნება და რუტინული მოვალეობები დაისადგურებს. ქალი-მერწყული სექსზე წინ ფულს აყენებს, კაცი-მერწყული კი – კარიერას. ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ მათი მთავარი მიზანი კიდევ უფრო ძლიერსა და მიმზიდველს გახდის მათ სექსუალურ ცხოვრებას.

 

თევზები

ზოდიაქოს ნიშნებს შორის თევზები ყველაზე ფიზიოლოგიურ ნიშანს წარმოადგენს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალებიცა და მამაკაცებიც საკუთარი გარეგნობისა და სხეულის დახვეწა-სრულყოფაზე ოცნებობენ და სურთ კარგი აღნაგობის და ემოციურად გაწონასწორებული პარტნიორი ჰყავდეთ. სამწუხაროდ, თევზებს ხშირად უცრუვდებათ სექსუალური იმედები. როგორც ჩანს, ისინი უფრო მეტს მოელიან. იქნებ ამიტომაცაა, რომ ამ ნიშნის წარმომადგენელთა აზრით, სექსის მნიშვნელობა ხელოვნურად იზრდება, სინამდვილეში კი „სექსი დიდი არაფერია“.

მოამზადა თამთა გურულმა

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close