რას არ გაიგებ/ფაქტებისხვა

რა ფენომენია სუპერმეხსიერება? – ადამიანის რეალური ზეუნარები

არსებობს ექვსი ყველაზე მეტად გავრცელებული და იშვიათი, ყველაზე უკეთ შესწავლილი და საინტერესო ზეუნარი, რომელთა უმრავლესობა გენეტიკურია და მათი განვითარება არ შეიძლება.

1. სუპერმეხსიერება. მოვლენას, როდესაც ადამიანს ფოტოგრაფიული მეხსიერება აქვს, ცოცხალ მეხსიერებას უწოდებენ და ეს ფენომენი ბგერების, გამოსახულებების ანდა ობიექტების უკიდურესი სიზუსტით გახსენების უნარში მდგომარეობს. ამგვარი ცოცხალი მეხსიერება ჰქონდა აკირა ჰარაგუჩის, რომელსაც „პი“ რიცხვის პირველი 100 000 თანრიგის გახსენება შეეძლო. სტივენ ვილჩირის (რომელიც ასევე აუტისტი იყო) ნახატებიც ცოცხალი მეხსიერების მაგალითს წარმოადგენს და მათზე ასახულია მისი დასვენება რომში. რეიმონდ ბებიტიც ფილმ „წვიმის კაცში“ ასევე ცოცხალი მეხსიერებით გამოირჩევა. მას 12 000 წიგნის გახსენება შეუძლია.

აკირა ჰარაგუჩი

2. აბსოლუტური სმენა. აბსოლუტური სმენის მქონე ადამიანებს ტონის იდენტიფიცირებისა და გადმოცემის უნარი შესწევთ. და ეს მოსმენის არა უბრალოდ გაუმჯობესებული, არამედ ბგერების აზრობრივად კლასიფიცირების, მათი კატეგორიებად დამახსოვრების უნარია. აბსოლუტური სმენის დემონსტრირების მაგალითი შეიძლება იყოს ყოველდღიური ხმაურის (მაგალითად, სირენების, საყვირების, ძრავების ხმაურის) იდენტიფიკაცია, ორიგინალის გარეშე ნოტის აღების შესაძლებლობა, სიმღერის აკორდების დასახელება. ამ მაგალითებიდან ნებისმიერის შესრულება წარმოადგენს მაჩვენებელს, რომ ადამიანს ახსოვს თითოეული ტონის სიხშირე და მისი დასახელება (მაგალითად,  დო დიეზი) შეუძლია. მოსაზრება იმის შესახებ, არის თუ არა აბსოლუტური სმენა გენეტიკური, აბსოლუტურად იცვლება.

3. სინათლის აღქმა ანუ სინათლის აღქმის უნარი ოთხი განსხვავებული წყაროდან. ამის მაგალითი ცხოველთა სამყაროში არის თევზი-ზებრა, რომელსაც სინათლის სპექტრის წითელ, მწვნე, ლურჯ და ულტრაიისფერ დიაპაზონებში შეუძლია ფერების დანახვა. სინათლის ჭეშმარიტი აღქმა ადამიანებში ბევრად იშვიათად გვხვდება, მაგრამ, თუ ვიკიპედიას დაეჯერება, ამ მოვლენის ორი შესაძლო შემთხვევა ნამდვილად იყო დარეგისტრირებული. ჩვეულებრივ ადამიანებს რეცეპტორების სამი ტიპი აქვთ, რომლებიც სინათლის სპექტრის წითელ, მწვანე და ლურჯ დიაპაზონში არჩევენ ფერებს. თითოეულ რეცეპტორს სინათლის დაახლოებით 100 ფერის გარჩევა შეუძლია, და ჩვენი გონება მათ შერევას, მათი სიმკვეთრის შეცვლას ცდილობს, რათა ერთი მილიონი სხვადასხვა ელფერის, თუნდაც ის ნაწილი შევნიშნოთ, რომლითაც ჩვენი სამყაროა შეფერადებული. სინათლის ჭეშმარიტი აღქმა თეორიულად 100 მილიონი ფერის აღქმის საშუალებას იძლევა. ისევე, როგორც სუპერდეგუსტაცია, სინათლის აღქმაც უფრო ქალებშია გავრცელებული. საინტერესოა, რომ დალტონიზმი მამაკაცებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ქალებში და ის შეიძლება სინათლის აღქმის უნარის მქონე ქალისგან გადაეცეს მემკვიდრეობით.

4. ექოლოკაცია. ექოლოკაცია არის ის მოვლენა, რაც ღამურებს უღრან ტყეებში ორიენტირებაში ეხმარება. ისინი გამოსცემენ ხმას, ექოს ელოდებიან და ყურებში დაბრუნებულ ხმას გამოიყენებენ იმის გასარკვევად, სად მდებარეობს ობიექტი. საოცარია, მაგრამ ექოლოკაციის უნარი  ადამიანებსაც აქვთ. მისი გამოყენება, ძირითადად, უსინათლოებს შეუძლიათ, რადგანაც მთელი პროცესი დიდ დროსა და არეკლილი ბგერისადმი ძლიერ მგრძნობიარობას მოითხოვს.

5. გენეტიკური ქიმერიზმი. „ილიადაში“ ჰომეროსმა აღწერა არსება – ქიმერა, რომელსაც სხვადასხვა ცხოველის სხეულის ნაწილები აქვს. სწორედ ამ მითოლოგიური მონსტრის სახელწოდებიდან წარმოდგება ერთ-ერთი გენეტიკური მოვლენა, რომელსაც ქიმერიზმი ეწოდება. გენეტიკური ქიმერიზმი ანუ ტეტრაგამეტიზმი ადამიანებსა და ცხოველებში იმ შემთხვევებში იჩენს თავს, როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედები ანდა ემბრიონები ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე ერწყმიან ერთმანეთს. თითოეული ზიგოტა (განაყოფიერებული კვერცხუჯრედი) ერთ-ერთი მშობლის დნმ-ის ასლს ატარებს, რაც ორ განსხვავებულ გენეტიკურ მასალას ნიშნავს. როდესაც ისინი ერთმანეთს ერწყმიან, უჯრედების შემადგენლობა საკუთარ გენეტიკურ ხასიათს ინარჩუნებს და მიღებული ემბრიონი ორივეს ნარევს წარმოადგენს. არსებითად, ადამიანის ქიმერა მისივე ტყუპისცალია.

ამერიკელი მეცნიერების მიერ 2012 წელს 6 ემბრიონისგან შექმნილი პირველი ქიმერა მაიმუნები

6. სუპერგემო. ადამიანებს, რომლებიც სხვებთან შედარებით უფრო ზუსტად გრძნობენ გემოს, სუპერდეგუსტატორებს უწოდებენ. მიზეზი ენის ზედაპირზე სოკოსმაგვარი წანაზარდების ჭარბ რაოდენობაში იფარება, რომლებიც დამატებითი საგემოვნებო რეცეპტორებითაა დაფარული და სწორედ ამიტომ აქვთ ამ ადამიანებს უფრო ძლიერი რეაქცია გემოზე.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close