პოლიტიკაინტერვიუსაქართველო

სალომე ზურაბიშვილი: „საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში არავითარი დათბობა არ არის, რუსეთი პროვოკაციებს აგრძელებს“

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა FRANCE24-ის გადაცემას ICI l’EUROPE.

საკმაოდ ვრცელ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი ბევრ საკითხზე საუბრობს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს მის წინააღმდეგ წარმოებული შავი პიარით დაწყებული, 2008 წლის ომში საქართველოს პასუხისმგებლობაზე თავის განცხადებასთან დაკავშირებით თუ რუსეთის ქმედებებზე, რომელიც აგრძელებს პროვოკაციებს საოკუპაციო საზღვრებთან.

წამყვანის კითხვაზე, რამდენად ინარჩუნებს ის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისგან, რომელიც მხარს უჭერდა მას საპრეზიდენტო არჩევნებში, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მას აქვს 6-წლიანი მანდატი, რომელიც აღარ განახლდება, ამიტომ ეს გარკვეულ თავისუფლებას ანიჭებს.

რაც შეეხება საკუთარ ქვეყანასა და რუსეთს შორის ურთიერთობას, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, არავითარ დათბობას არ აქვს ადგილი; მას შემდეგ, რაც საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, პრაქტიკულად,  მარტომ (ერთ თუ ორ პატარა სახელმწიფოს თუ არ ჩავთვლით – როგორიც არის, მაგ., ნაურუ), რუსეთს არ შეუწყვეტია პროვოკაციები.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირთან მიერთების იდეის ერთგულია და ღრმად სწამს საქართველოს ევროპული მომავლის, რომელიც „ევროკავშირის უკანასკნელ ენთუზიასტებს შორისაა“ (fait partie “des derniers enthousiastes de l’UE”). გარდა ამისა, 2016 წელს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ ევროკავშირი საქართველოს პირველი სავაჭრო პარნიორი გახდა.

ნიკო აბაშიშვილი

მოუსმინეთ ინტერვიუს ორიგინალურ ვერსიას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close