პლაჟების მსოფლიო ტოპ-ათეული – „ბოცვრების პლაჟი“ იტალიურ ლამპედუზაზე საუკეთესოთა შორისაა

ბოცვრების პლაჟი, ლამპედუზა
დამსვენებლებისთვის ყველაზე ლამაზი და საყვარელი პლაჟი მსოფლიოში ბაია დუ სანჩოა ბრაზილიაში, რომელსაც რეიტინგში მოსდევს ვარადეროს პლაჟი კუბაზე და იგლ ბიჩი არუბაზე – ორივე კარიბის აუზში.

მსოფლიოს საუკეთესო პლაჟების ათეულში შედის, აგრეთვე, „ბოცვრების პლაჟი“ (Spiaggia dei Conigli) კუნძულ ლამპედუზაზე (იტალია), ხმელთაშუა ზღვაში, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-9 ადგილზეა (ევროპულ რეიტინგში – მე-2-ზე). ევროპის ყველაზე აღიარებული პლაჟია La Concha Beach ბასკების ქვეყანაში (ესპანეთი) – ასეთია TripAdvisor Travellers Choice® Beaches Awards-ის 2019 წლის რეიტინგი, რომელიც, მოგეხსენებათ, ყოველ წელს დგება ვიზიტორთა გამოხმაურებების ხარისხისა და რაოდენობის, აგრეთვე, ბოლო 12 თვის განმავლობაში მთელ მსოფლიოში საერთაშორისო მოგზაურთა შეფასებების საფუძველზე.

მიმდინარე წელს ჯილდოები მსოფლიოს 352-მა პლაჟმა დაიმსახურა.

მსოფლიოში საუკეთესო პლაჟად 2019 წელს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიჩნეულია ბრაზილიური Baia do Sancho: მოგზაურები მას „სამოთხეს“ და „ოცნების ადგილს“ უწოდებენ. მეორე ადგილზეა კუბური ვარადერო, მესამეზე – იგლ ბიჩი არუბაზე (ნიდერლანდების სამეფოს ფედერაციული სუბიექტი, კუნძული კარიბის ზღვის სამხრეთ ნაწილში).

ბაია დუ სანჩო, ბრაზილია

ევროპულ რეიტინგში ლიდერია ესპანური ლა კონჩა სან სებასტიანში (ბასკეთი), მას მოსდევს იტალიური ბოცვრების პლაჟი კუნძულ ლამპედუზაზე, მესამეზე კი – პორტუგალიური ფალესია ოლიუშ დე აგუაში (Olhos de Água).

სიცილიაზე, ლამპედუზის პლაჟის გარდა, კიდევ არის ერთი პლაჟი, რომელმაც ევროპულ ტოპ-ათეულში მე-9 ადგილი დაიკავა – კალა როსა ფავინიანში. ეს პლაჟი იტალიურ რეიტინგში მეორე ადგილზეა.

იტალიის 10 საუკეთესო პლაჟის საპატიო სია კი ასე გამოიყურება:

  1. ბოცვრების პლაჟი, ლამპედუზა
  2. კალა როსა, ფავინიანა
  3. ტროპეა, ტროპეა
  4. კალა მარიოლუ, ბაუნეი, სარდინია
  5. ტიშინის ყურე, სესტრი ლევანტე
  6. კალა გოლორიცე, ბაუნეი, სარდინია
  7. კალა კოტიჩოს პლაჟი, ლა მადალენას არქიპელაგი
  8. კალა სინციასი, კასტიდიასი
  9. სუ ჯუდეუს სანაპირო, დომუს დე მარია
  10. მარინელას პლაჟი, პალინურო
კომენტარები