newsიტალიასაზოგადოება

იტალიურმა ენამ ფრანგულს გაუსწრო შესწავლის მსურველთა რიცხვით და მსოფლიოში მე-4 ადგილზეა

გამოცემა SIL INTERNATIONAL-მა გამოაქვეყნა ETHNOLOGUE Languages Of The World-ის 2018 წლის რეიტინგი, რომლის თანახმადაც, შესწავლის მსურველთა რიცხვით პირველ ადგილზე მსოფლიოში ინგლისური ენაა, მეორე ადგილს ესპანური იკავებს, მესამეს კი – ჩინური; რეიტინგის სიურპრიზი გახდა ის ფაქტი, რომ იტალიურმა ენამ ამ მაჩვენებლით ფრანგულს გაუსწრო და მსოფლიოში მე-4 ადგილზე გავიდა.

მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული ენების რეიტინგის შედგენა, ზოგადად, ადვილი ამოცანა არ არის, სხვადასხვა სტატისტიკური სააგენტოს მიერ შეკრებილი მონაცემები შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, თუმცა იტალიურ ენას რაც შეეხება, ტენდენცია თვალსაჩინოა – იტალიური ენის შესწავლის მსურველთა რიცხვი ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდება: მაგ., 2013-2014 წლების შემაჯამებელ რეიტინგში ნათქვამი იყო, რომ იტალიურს დაახლოებით 1,7 მლნ ადამიანი სწავლობს, 2014-2015 წლებში – უკვე 2 მილიონზე იყო საუბარი, ხოლო 2016 წელს – 2,3 მილიონზე.

რაც შეეხება პირველ ადგილზე მყოფ ინგლისურს: ინგლისური ენა მილიარდ 190 მილიონი ადამიანის მთავარი საურთიერთო ენაა, რაც მსოფლიო მოსახლეობის 17%-ია, ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ჩინური – 1 მლრდ 107 მლნ ადამიანი ანუ 15,8%; მესამეზე – ჰინდი-ურდუ, რომელზეც 697,4 მილიონი ადამიანი საუბრობს. იტალიური ამ რეიტინგში 21-ე ადგილზეა –  ეს ენა 67 მილიონი ადამიანის ყოველდღიური საურთიერთო ენაა მთელ მსოფლიოში.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close