საკარნავალო მსვლელობისას ქუჩებში გაატარეს პედოფილი მღვდლის კარიკატურა, რომელიც ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვის
ვიჩენცის პროვინციაში (ვენეტოს ოლქი) საკარნავალო მსვლელობისას ქუჩებში გაატარეს პედოფილი მღვდლის კარიკატურა, რომელიც ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვის.
ალეგორიული საკარნავალო პერსონაჟების ავტორებმა ამგვარად გადაწყვიტეს საზოგადოების ყურადღება მიეპყროთ სასულიერო პირებს შორის გავრცელებული პედოფილიის პრობლემაზე – ეს მაშინ, როდესაც რომის პაპმა კიდევ ერთხელ დაგმო მსგავსი ფაქტების არსებობა კათოლიკური ეკლესიის წიაღში.
ჯოჯოხეთის ცეცხლში გახვეული მღვდელი საკურთხეველთან, რომელსაც წინ უდგას ეკლესიის პატარა მოსამსახურე – პაპიე-მაშესგან დამზადებული ეს ერთ-ერთი უზარმაზარი საკარნავალო კარიკატურა, რომელიც სააკვირაო მსვლელობისას გამოჩნდა ვიჩენცის პროვინიის პატარა ქალაქ მალოს ქუჩებში, რიგით 95-ე კარიკატურა იყო. ბევრი მაყურებელი მან აშკარად შოკში ჩააგდო, თუმცა ავტორები სხვაგვარ რეაქციას არც ელოდნენ.
როგორც გამოცემა Il Giornale di Vicenza წერს, კარიკატურა კომპანია Il Trenino-ს ეკუთვნის. ალეგორიული კომპოზიციები, რომლებიც ოსტატებმა შექმნეს, ეძღვნებოდა საზოგადოებაში ძალადობის ეპიზოდებს ფემიციდზე, ჰომოფობიასა და, აგრეთვე, პედოფილიაზე მინიშნებით, რომელიც, როგორც Il Trenino-ს წარმომადგენლები აცხადებენ, სადღეისოდ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა იტალიაში და კათოლიკურ სამყაროში.
კომენტარები