რომში ტიტების პარკი ბრუნდება – 300 ათასი ტიტით და მრავალი ღირსშესანიშნაობით

ყვავილების მოყვარულთა სასიხარულოდ, რომში TULIPARK-ის გახსნამდე რამდენიმე კვირაღა რჩება. პარკში ნებისმიერს შეუძლია ფოტო გადაიღოს და თვალწარმტაცი ტიტები დაკრიფოს  – ისეთები, როგორიც ჰოლანდიურ ველებზე იზრდება.

TuliPark-ის ოფიციალურ საიტზე განმარტებულია, რომ სტუმრებს ელოდებათ 26 ათასი კვადრატული მეტრი ყვავილოვანი ველი ტიტების 4-კილომეტრიანი რიგებით – მთლიანიბაში 90 სხვადასხვა სახეობის 300 ათასამდე ტიტა, აგრეთვე, ახალი ღირსშესანიშნაობები და გასართობები მთელი ოჯახისთვის – ქარის წისქვილებიდან დაწყებული, გიგანტური ჰოლანდიური საბოებით დამთავრებული. პარკის შესასვლელში თითოეულ სტუმარს აუხსნიან, როგორ მოწყვიტოს ყვავილი ისე, რომ მცენარე მთლიანად არ გაანდგუროს.

პარკის მდებარეობა ჯერჯერობით უცნობია და რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. ორგანიზატორები ზუსტ მისამართს წინასწარ არ აცხადებენ, რადგან შიშობენ, რომ როგორც გასულ წელს მოხდა, ვანდალები მინდორს დაარბევენ, ეს კი ინიციატივას, უკვე მეორედ, საფრთხის ქვეშ დააყენებს.

სხვათა შორის, TripAdvisor-მა უკვე დაასახელა ტულიპარკი რომის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად, რომლის მონახულებაც 2019 წელს არის რეკომენდებული.

კომენტარები