ანიმაციური ფილმი ანტიკური ათენის შესახებ

ძალიან საინტერესო ანიმაციურ ფილმში, რომელიც ინტერნეტში გასული წლის ზაფხულში აიტვირთა, ნაჩვენებია ანტიკური ათენი „ოქროს ხანაში”, ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში. ვიდეოში ნახავთ სცენებს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრებიდან.

ანიმატორებმა გააცოცხლეს პირეოსის პორტი, ჰეფესტოსის ტაძარი, ე.წ. გრძელი კედელი, რომელიც პირეოსს ათენის აკროპოლისთან აერთებდა და, ცხადია, საკუთრივ აკროპოლისი პართენონის ტაძრით.

იხილეთ ვიდეო და გაეცანით ანტიკური ათენის ყოველდღიურ ცხოვრებას.

კომენტარები