საზოგადოებაnewsსაბერძნეთი
„ილექტრიკოს“ გაფიცვა ათენში – პრობლემები ქალაქის სატრანსპორტო სფეროში
ათენის საქალაქო ტრანსპორტის მუშაკთა გაერთიანებამ გადაწყვიტა ხუთშაბათს, 21 თებერვალს მიწისზედა მეტროს, ე. წ. „ილექტრიკოს“ გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყოს. „ილექტრიკო“ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, სამი საათის განმავლობაში არ იმუშავებს.
ამჟამად გაფიცვის მიზეზად მეტროს ხაზის გაუმართავი მუშაობა სახელდება. გაერთიანების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოძრავი შემადგენლობის სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა ფერხდება, რის გამოც ვერ ხერხდება მოძრაობის გრაფიკის დაცვა და მგზავრებს დიდხანს უწევთ ტრანსპორტის ლოდინი.
კიდევ ერთი მოთხოვნა თანამშრომლების შრომის პირობების გაუმჯობესებასა და მათთვის უვადო შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას ეხება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ გაფიცვის პროგრამაში ცვლილებები გამორიცხული არ არის და ასეთ შემთხვევაში ტრანსპორტის მუშაკთა გაერთიანება შესაბამის განცხადებას გაავრცელებს.
კომენტარები