news

ევროპა შესაძლოა ვენეციად „გადაიქცეს“ ზაფხულში კოკისპირული წვიმების გამო

NASA-ს სპეციალისტები ევროპას ვენეციად „გადაქცევას“ უწინასწარმეტყველებენ ამ რეგიონში ზაფხულში მოსალოდნელი უხვი ნალექების გამო.

ამგვარი დასკვნა სპეციალისტებმა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის საფუძველზე გააკეთეს: საქმე ის არის, რომ ავსტრალიის ერთ-ერთი უდიდესი მდინარე – ფლინდერსი კალაპოტიდან 60 კმ-ზე გადმოვიდა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ნასას სპეციალისტებს აშინებთ არა მარტო ფლინდერსის კალაპოტის ანომალიური გაფართოება, არამედ ამ პროცესის ზეგავლენა ღრუბლების წარმოქმნასა და მთელ მსოფლიოში კლიმატის ფორმირებაზე.

ატაკამას უდაბნოში (ჩილე), სადაც 4 ასეული წელია, არასდროს მოსულა ნალექი, მდინარეების და ჩანჩქერების წარმოქმნა დაიწყო. წლეულს ჩილესა და ავსტრალიაში წვიმიანი ზაფხულიდან გამომდინარე, ევროპაში წლის ცხელი სეზონი ასეთივე უხვნალექიანი იქნება. სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ხშირმა კოკისპირულმა წვიმებმა შესაძლოა ევროპის კონტინენტი მთლიანად ვენეციად „გადააქციოს“.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close