იტალიასაზოგადოება

იტალიაში მრავალშვილიან დედებს 1 წლით ადრე შეეძლებათ პენსიაზე გასვლა

იტალიაში ქალებს, რომლებსაც 3 და მეტი შვილი ჰყავთ, პენსიაზე ერთი წლით ადრე შეეძლებათ გასვლა – საპენსიო რეფორმის შესახებ კანონში ასეთი შესწორება მატეო სალვინის „ლიგის“ დეპუტატებმა დღეს, 13 თებერვალს წარადგინეს.

როგორც ჩვენი მკითხველისთვის არის ცნობილი, ახალი წესების თანახმად, რომლებიც 2019 წლიდან შევიდა ძალაში, იტალიის მოქალაქეებს პენსიაზე გასვლა 67 წლის ნაცვლად 62 წლის ასაკიდან შეუძლიათ (38-წლიანი სტაჟის შემთხვევაში, ე. წ. კვოტა 100-ის წესის თანახმად). ახალი კანონის ინიციატორი მატეო სალვინი გასული წლის ბოლოს აცხადებდა, რომ იგეგმება რეფორმის რამდენიმე სტადია, საბოლოო მიზანი კი არის ის, რომ იტალიის მოქალაქეს შესაძლებლობა ჰქონდეს, ასაკის მიუხედავად გავიდეს პენსიაზე 41-წლიანი სტაჟის შემთხვევაში.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close